ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებულ კითხვარს საქართველოს 11 აპრილს გადავცემ - ევროკომისარი

საქართველო, თბილისი - 16:27 | 09.04.2022
ნანახია: 390

სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული კითხვარი საქართველოს 11 აპრილს გადაეცემა. ამის შესახებ ვარჰეიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

"პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა კითხვარი უკრაინას გუშინ გადასცა, მე კი ორშაბათს გადავცემ საქართველოსა და მოლდოვას. პასუხი დაეხმარება ევროკომისიას, რომ მოამზადოს მოსაზრებები სამი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების შესახებ, როგორც ამას ითხოვს ევროკავშირის საბჭო", - წერს ვარჰეი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე