გვჯერა, რომ უკრაინის მიერ გაღებული უმძიმესი მსხვერპლი, მისი გამარჯვების საწინდარი იქნება - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 17:23 | 09.04.2022
ნანახია: 588

დღეს, როცა ისტორია უკრაინაში კიდევ ერთხელ თავის უსასტიკეს სახეს გვიჩვენებს, როცა რუსის ტანკები დამოუკიდებელ ქვეყანას თავს ესხმის და 21-ე საუკუნეში წარმოუდგენელი ბარბაროსული სცენები იხატება, ჩვენი ქვეყნის განვლილი ისტორიის ტრაგიკული მაგალითი იმედის და მხნეობის მომცემია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილთან დაკავშირებით ორბელიანების სასახლის ეზოში მიღება გამართა.

მისი თქმით, ასეთი ტრაგიკული დღეები საზრდოა ეროვნული სულის სიმტკიცისა და გამძლეობისა.

"დღეს კი, როცა ისტორია უკრაინაში კიდევ ერთხელ თავის უსასტიკეს სახეს გვიჩვენებს, როცა რუსის ტანკები დამოუკიდებელ ქვეყანას თავს ესხმის და 21-ე საუკუნეში წარმოუდგენელი ბარბაროსული სცენები იხატება, ჩვენი ქვეყნის განვლილი ისტორიის ტრაგიკული მაგალითი იმედის და მხნეობის მომცემია. ამიტომ, ვიცით და გვჯერა, რომ უკრაინის მიერ გაღებული უმძიმესი მსხვერპლი, მისი გამარჯვების საწინდარი იქნება. ვიცით და გვჯერა, რომ ბუჩასა და კრამატორსკის ტრაგედიები, როგორც ჩვენი 9 აპრილის ტრაგიკული ღამე, გახდება სულიერი გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის განმტკიცების საწინდარი. ასეთი შავი დღეები საზრდოა ეროვნული სულის სიმტკიცისა და გამძლეობისა. დღეს ამას რომ ვამბობთ, ამ დიდი მარხვის დღეებში ვიცით და გვჯერა, როგორც ჯვარცმას მოჰყვება აღდგომა, ისე ტანჯვას მოჰყვება გამარჯვება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე