აზერბაიჯანი არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ "არჩევნებს"

საქართველო, თბილისი - 12:33 | 11.04.2022
ნანახია: 727

აზერბაიჯანი არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ "საპრეზიდენტო არჩევნებს". ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აზერბაიჯანი კიდევ ერთხელ ადასტურებს საკუთარ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

"აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ცხინვალის საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის მოლაპარაკებების გაგრძელებას საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად", - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს გაიმართა. ე.წ. არჩევნების პირველ ტურში ხმების საჭირო რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. "არჩევნების" მეორე ტურში გადავიდნენ ანატოლი ბიბილოვი და პარტია "ნიხასის" თავმჯდომარე ალან გაგლოევი.

ე.წ. არჩევნები მკაცრად დაგმეს შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, ნატომ, ესტონეთმა, პოლონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, გერმანიამ, ნიდერლანდებმა და სხვებმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე