9 ქალი, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა კიევის შემოგარენში გააუპატიურეს, ორსულად არის - ლუდმილა დენისოვა
საქართველო, თბილისი - 13:45 | 12.04.2022 ნანახია: 683
უკრაინაში რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი სისასტიკეების სულ უფრო ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ NYT-თან ინტერვიუში ისაუბრა, რომ დაფიქსირებულია შემაძრწუნებელი სექსუალური ძალადობის შემთხვევები რუსი სამხედროების მხრიდან ბუჩასა და სხვა ქალაქებში. დენისოვას განცხადებით, კიევის შემოგარენში, ბუჩაში 14-დან 24 წლამდე ასაკის ქალები და გოგონები ერთ-ერთი სახლის სარდაფში 25 დღის განმვალობაში ჰყავდათ გამოკეტილი და მათზე ძალადობდნენ, დენისოვას თქმით, მათგან ცხრა ქალი ორსულად არის.
როგორც დენისოვა აღნიშნავს, ოკუპანტები ძალადობას უკრაინის წინააღმდეგიბისთვის შურისძიების მიზნით მიმართავენ, ასევე რუსი ჯარისკაცები სექსუალურ ძალადობას იყენებენ, როგორც უკრაინელი ქალების წინააღმდეგ ომის იარაღს.
ამის გარდა, სხვადასხა ისტორია მოისმინეს და უკრაინელი ქალების გაუპატიურების მტკიცებულებები ნახეს BBC-ს ჟურნალისტემაც
კიევიდან 70 კმ-ში, ერთ-ერთ დასახლებაში მედიის წარმომადგენლებს 50 წლის ანამ (სახელი შეცვლილია) თავისი შემაძრწუნებელი ისტორია უამბო. მისი თქმით, 7 მარტს, ქმართან ერთად სახლში იმყოფებოდა, როდესაც მათთან ოკუპანტი შეიჭრა. იარაღით მუქარის ქვეშ, სახლიდან გაიყვანა, ქუბრძანა ტანსაცმელი გაეხადა და გააუპატიურა.
ანას თქმით, კიდევ ოთხი ჯარისკაცი მივიდა. „გავიფიქრე, რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ მათ ის წაიყვანეს. ამის შემდეგ ის აღარ მინახავს“, - თქვა ანამ.
სახლში დაბრუნებულ ანას ქმარი მუცელში დაჭრილი დახვდა.
„ის ჩემს დახმარებას ცდილობდა, მაგრამ ესროლეს“, -თქვა ანამ. ინტენსიური ბრძოლების გამო მან საავადმყოფოში ქმრის წაყვანა ვერ მოახერხა, ორი დღის შემდეგ ის მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
იმავე დასახლებაში ჟურნალისტებმა კიდევ ერთი თავზარდამცემი ისტორია მოისმინეს.
ადგილობრივი მცხოვრები ქალი სამხედროებმა გააუპატიურეს და მოკლეს. მისი მეზობლები ამბობენ, რომ ეს იმავე სამხედრომ გააკეთა, რომელმაც ანა გააუპატიურა. ქალი 40 წლის იყო. ის სახლიდან გაიყვანეს და მეზობელ სახლში გააუპატიურეს, რის შემდეგაც ყელი გამოჭრეს. ქალი სახლის ეზოში დაასაფლავეს.
ჟურალისტების ვიზიტის შემდეგ პოლიციამ ცხედრის ექსჰუმაცია მოახდინა. სხეული ტანსაცმლის გარეშე იყო - ყელის არეში დიდი ჭრილობით.
კიევის ოლქის უფროსმა ანდრეი ნებიტოვმა ჟურნალისტებს კიდევ ერთი საქმის შესახებ აცნობა, რომელსაც ის იძიებს. კიევიდან 50 კმ-ში ერთ-ერთ დასახლებაში ოჯახი - 30 წლის ცოლ-ქმარი და მცირეწლოვანი ბავშვი სოფლის განაპირას ცხოვრობდა.
„9 მარტს რუსეთის არმიის რამდენიმე ჯარისკაცი მათ სახლში შეიჭრა. ქმარი ცდილობდა ცოლისა და ბავშვის დაცვას. ის ეზოში მოკლეს“, - თქვა ნებიტოვმა.
„ამის შემდეგ ორმა სამხედრომ ქალი არაერთხელ გააუპატიურა. ისინი მიდიოდნენ და ისევ ბრუნდებოდნენ. სამჯერ დაბრუნდნენ მის გასაუპატიურებლად. ემუქრებოდნენ, რომ თუ წინააღმდეგობას გაუწევდა, მის პატარა ბიჭს რამეს დაუშავებდნენ“, - აღნიშნა კიევის ოლქის პოლიციის უფროსმა.
როდესაც ოკუპანტები მიდიოდნენ, მათ სახლი დაწვეს და ძაღლები დახოცეს. ქალი შვილთან ერთად გაიქცა, შემდეგ კი პოლიციას მიმართა.
მანამდე ცნობილი გახდა, 33 წლის ნატალიას (სახელი შეცვლილია) უძიმესი ისტორია. კიევის ოლქში მას ხუთი რუსი ოკუპანტი რამდენიმე დღის განმავლობაში აუპატიურებდა, მისი ქმარი კი სახლის ეზოში მოკლეს.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















