რადას თავმჯდომარესთან შევთანხმდით, რომ უკრაინაში რაც შეიძლება მალე შევხვდებით - პაპუაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:52 | 13.04.2022
ნანახია: 413

შევთანხმდით, რომ შევხვდებით უკრაინაში, რაც შეიძლება მალე, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ საქართველოს სოლიდარობა მამაცი უკრაინელი ერის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს.

პაპუაშვილის თქმით, სტეფანჩუკთან საუბრისას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს.

„გულთბილი საუბარი შედგა უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარესთან, რუსლან სტეფანჩუკთან. განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ურთიერთობები“, – წერს  შალვა პაპუაშვილი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე