რუსეთმა აშშ-ს დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტა მოსთხოვა - WP
საქართველო, თბილისი - 16:35 | 15.04.2022 ნანახია: 728
რუსეთმა შეერთებულ შტატებს გაუგზავნა დიპლომატიური ნოტა და გააფრთხილა რომ უკრაინისთვის აშშ-სა და ნატოს "ყველაზე მგრძნობიარე" იარაღის სისტემების მიწოდება „ცეცხლში ნავთას ასხამს“ და შესაძლოა, გამოიწვიოს „გაუთვალისწინებელი შედეგები“. იუწყება The Washington Post-ი.
რუსეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა დაამტკიცა უკრაინისთვის დამატებით 800 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც მოიცავს ჰაუბიცებს, უპილოტო აპარატებს, ჯავშანტექნიკას, ასევე დამატებით საზენიტო და ტანკსაწინაღმდეგო საშუალებებს, საარტილერიო სისტემებს და სხვა.
დოკუმენტში, შეიარაღებას შორის, რომელსაც რუსეთი „ყველაზე მგრძნობიარეს“ უწოდებს, დასახელებულია „ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, რომელიც აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ მიწოდებულ შეიარაღებაში ეს სისტემები არ არის.
რუსეთი აშშ-სა და მის მოკავშირეებს ბრალს სდებს კონფლიქტის ზონაში იარაღის გაგზავნის „მკაცრი პრინციპების“ დარღვევასა და „საფრთხის“ უგულებელყოფაში, „რომ უკრაინაში მაღალი სიზუსტის იარაღი მოხვდება რადიკალური ნაციონალისტების, ექსტრემისტებისა და ბანდიტური ფორმირებების ხელში“.
მოსკოვი ნატო-ს ადანაშაულებს უკრაინაზე ზეწოლის მცდელობაში, რომ მას {უკრაინას} „უარი ეთქვა რუსეთთან უშედეგო და წარუმატებელ მოლაპარაკებებზე, რათა გაგრძელებულიყო სისხლისღვრა“. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი ზეწოლას ახდენს სხვა ქვეყნებზე, რათა მათ შეწყვიტონ ნებისმიერი სამხედრო და ტექნიკური თანამშრომლობა რუსეთთან.
„მოვუწოდებთ აშშ-სა და მის მოკავშირეებს, შეწყვიტონ უკრაინის უპასუხისმგებლო მილიტარიზაცია, რომელიც გამოიწვევს გაუთვალისწინებელ შედეგებს რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის“, - ნათქვამია რუსული მხარის ინფორმაციაში.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















