ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანება გამოიწვევს უარყოფით შედეგებს - მარია ზახაროვა
საქართველო, თბილისი - 18:27 | 15.04.2022 ნანახია: 639
ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანება გამოიწვევს უარყოფით შედეგებს ჩრდილოეთ ევროპაში მშვიდობისა და კონტინენტის უსაფრთხოების არქიტექტურისათვის, ასევე გავლენას მოახდენს რუსეთთან ურთიერთობაზე, - ამის შესახებ აგრესორი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
„გასაგებია, რისთვის სჭირდება ეს ალიანსს. მისი მიზანია გააგრძელოს სამხედრო პოტენციალისა და გეოგრაფიული ექსპანსიის გაფართოება, რუსეთის საფრთხისთვის კიდევ ერთი ფლანგის შექმნა. მაგრამ გაუგებარია რაში სჭირდებათ ჩვენს ფინელ და შვედ მეზობლებს ბალტიის რეგიონში, გადაიქცეს ნატო-ს ბლოკსა და რუსეთს შორის დაპირისპირების ახალ საზღვრად? ჩრდილეოთ ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის უარყოფითი შედეგები ნათელია“, - განაცხადა ზახაროვამ.
ზახაროვას აზრით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობა ვერ გააძლიერებს ფინეთისა და შვედეთის ეროვნულ უსფრთხოებას, ისინი „ავტომატურად მოხვდებიან ნატო-ს წინა ხაზზე“. „უფრო მეტიც, ნატო-ში წევრობა მოიაზრებს ფაქტობრივ უარს სუვერენიტეტზე თავდაცვის სფეროში გადაწყვეტილებების მიღებისას, ასევე საშინაო პოლიტიკაშიც“, - განაცხადა ზახაროვამ და აღნიშნა, რომ „არჩევანი შვედეთისა და ფინეთის ხელისუფლებაზეა“.
„მაგრამ მათ უნდა ესმოდეთ ასეთი ნაბიჯის შედეგები ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისათვის და საერთოდ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისათვის, რომელიც ახლა კრიზისულ მდგომარეობაშია, - აღნიშნა ზახაროვამ.
ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის შესაძლო გაწევრიანების საკითხის განხილვა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე დაიწყო. ბრიტანული გამოცემა The Times-ი წერდა, რომ ორივე ქვეყანა ალიანსში, შესაძლოა, უკვე 2022 წლის ზაფხულში გაწევრიანდეს.
ნატო-ში გაერთიანების შემდეგ ფინეთს ალიანსის წვერ ქვეყნებს შორის ყველაზე გრძელი საზღვარი ექნება რუსეთთან - 1 300 კმ-ზე მეტი. ფინეთ-რუსეთის საზღვარი სანქტ-პეტერბურგიდან 200 კმ-შია.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















