ნიკა მელია თანაპარტიელებთან და გიორგი მარგველაშვილთან ერთად უკრაინაში იმყოფება

საქართველო, თბილისი - 21:14 | 15.04.2022
ნანახია: 446

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის წევრებთან, ეკა ხერხეულიძესა და კობა ნაყოფიასთან ერთად უკრაინაში იმყოფება. უკრაინაშია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

"მნიშვნელოვანია, რომ ამ დელეგაციის ფარგლებში ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, ძალიან ბევრ შეხვედრაში მივიღოთ მონაწილეობა. დღეს ჩვენ აქ და ახლა არ წარმოვადგენთ ქართულ ოპოზიციას, აქ და ახლა ჩვენ წარმოვადგენთ ქართველ ხალხს, რომლის უმრავლესობაც არის სოლიდარული უკრაინის მიმართ". - თქვა ნიკა მელიამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე