ჩემს ქართველ კოლეგას ვესაუბრე და მადლობელი ვარ იმის დადასტურებისთვის, რომ საქართველო არ დაუშვებს რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლას - დმიტრო კულება

საქართველო, თბილისი - 21:18 | 15.04.2022
ნანახია: 547

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან საუბრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.

"ვესაუბრე ჩემს ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს უკრაინის გმირულ თავდაცვაზე რუსეთის მიმდინარე ინტერვენციის წინააღმდეგ. მან დამარწმუნა საქართველოს მხრიდან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელებაში. მადლობელი ვარ მისი იმის დადასტურებისთვის, რომ საქართველო არ უშვებს და არ დაუშვებს რუსეთის მიერ სანქციების ნებისმიერი სახის გვერდის ავლას", – წერს კულება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე