ჩვენ ვსტუმრობთ ჩვენს მეგობრებს უკრაინისადმი ჩვენი მტკიცე და ერთიანი მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის. სხვანაირად არც შეგვეძლო - პაპუაშვილი
საქართველო, თბილისი - 19:14 | 16.04.2022 ნანახია: 559
"სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია იმის, რა სურათებიც ვნახეთ ბუჩაში, ირპინში, ბოროდიანკაში, კრამატორსკში. ამ ხოცვა-ჟლეტვის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო, ეს ნაცნობი ისტორიებია. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ეს ომი, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მიიღოს უკრაინელების არჩევანი", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა უკრაინელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.
„ჩემთვის დიდი პატივია, ვიმყოფებოდე გმირ ქალაქ კიევში. მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად, ჩემ ძვირფას კოლეგას, რუსლან სტეფანჩუკს მიმდინარე ომისა და ყოველდღიური დაბომბვების მიუხედავად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მასპინძლობისთვის.
ჩვენ ვსტუმრობთ ჩვენს მეგობრებს უკრაინისადმი ჩვენი მტკიცე და ერთიანი მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის. ჩვენი ხალხების სიახლოვის გათვალისწინებით სხვანაირად არც შეგვეძლო. კულტურა, ისტორია, მეგობრობა არის ის, რაც განგვსაზღვრავს, გვაძლიერებს და გვაერთიანებს და რასაც ჩვენი ერები გულითადად უფრთხილდებიან. შესაბამისად, ჩვენ, ქართველები, ჩამოვედით კიევში გარდაცვლილთა ოჯახებისთვის სამძიმრის სათქმელად, თქვენი ტკივილის გაზიარებისთვის, უკრაინელ ხალხთან გვერდში დგომისთვის.
სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია იმის, რა სურათებიც ვნახეთ ბუჩაში, ირპინში, ბოროდიანკაში, კრამატორსკში. ამ ხოცვა-ჟლეტვის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო, ეს ნაცნობი ისტორიებია. სამწუხაროდ, უკრაინაში ამ ქალაქების ბედი ბევრმა სხვა ქალაქმა გაიზიარა, ჯერ კიდევ ბევრი უცნობი ისტორიაა მოსაყოლი. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ეს ომი, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მიიღოს უკრაინელების არჩევანი“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის რაც დღეს უკრაინაში ხდება უცხო არ არის საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან წლების განმავლობაში ეს საკუთარ თავზე გამოსცადეს.
„ამ სურათების შემყურე, ჩვენ, ქართველებს, რუსეთთან 1990-იანი წლების და 2008 წლის ომებიდან საკუთარი ბუჩები და ირპინები გვახსენდება დღეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ეს ჩვენც გამოვცადეთ. ჩვენი ქალაქები და იმედებიც დაიბომბა და განადგურდა. ასე რომ, ჩვენ, ქართველებს, ძალიან კარგად გვესმის თქვენი ტკივილი.
თუმცა, ძვირფასო უკრაინელებო, უდიდეს ტკივილთან ერთად, ჩვენ ვხედავთ თქვენს გმირულ წინააღმდეგობას, სიმამაცეს და გაუტეხელ გულებს. ამ თავგანწირვაზე, როგორც სიმტკიცისა და გაუტეხელობის მაგალითზე, ყოველთვის მოვუყვებით ჩვენს მომავალ თაობებს. ეს განსაცდელი დროებითია. მშვიდობა მალე აუცილებლად დაისადგურებს თქვენს ლამაზ ქვეყანაში იმიტომ, რომ სიმართლე თქვენს მხარესაა.
ძვირფასო კოლეგა, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის. დიდება უკრაინას, მშვიდობა უკრაინას”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციაში, ვიცე-სპიკერები არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო, ლევან იოსელიანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების დეპუტატები: ანა ნაცვლიშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი შედიან.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















