შოიგუმ პუტინს მოატყუა „მარიუპოლის აღების“ შესახებ - უკრაინული მედია
საქართველო, თბილისი - 13:52 | 21.04.2022 ნანახია: 523
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მოატყუა „მარიუპოლის აღების“ შესახებ, თუმცა შემდეგ დაამატა, რომ ქალაქში ორი ათასზე მეტი უკრაინელი დამცველი რჩება. უკრაინული მედია კრემლში პუტინისა და შოიგუს განცხადებების შესახებ წერს.
შოიგუმ მარიუპოლს „ნაციონალისტური აზოვის დედაქალაქი“ უწოდა და პუტინს მოახსენა, რომ ქალაქის ალყაში მოქცევის მომენტში იქ უკრაინული ძალების 8 100-მდე წევრი იმყოფებოდა. ახლა კი 2 ათასზე მეტი მებრძოლი „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე „საიმედოდ“ არის ბლოკირებული.
ამასთან, შოიგუმ როგორც მთელი გასული წლის განმავლობაში ისევ გაიმეორა, რომ „აზოვსტალის“ ოპერაციის დასრულებას სამი-ოთხი დღეს დასჭირდება.
აქვე მინისტრმა პუტინს „აზოვსტალის“ შტურმი შესთავაზა. საპასუხოდ პუტინს „სავარაუდოდ ეს იდეა არ მოეწონა და აღნიშნა, რომ არ არისსაჭირო კატაკომბებში ჩაძვრომა და მიწის ქვეშ ხოხვა, მაგრამ აუცილებელია „აზოვსტალის“ სამრეწველო ზონის გადაკეტვა, რათა იქ ბუზიც ვერ შეფრინდეს“.პუტინმა „აზოვსტალის“ სამრეწველო ზონის შტურმის გაუქმების ბრძანება გასცა.
იმის მიუხედავად, რომ ქალაქის დიდი ნაწილი რუს ოკუპანტებს აქვთ დაპყრობილი, მარიუპოლის დამცველები მედგარ წინააღმდეგობას უწევენ და ოკუპანტებისა და სამხედრო ტექნიკის ლიკვიდაციის შესახებ იუწყებიან კერძოდ, „აზოვის“ პოლკის ინფორმაციით, ბოლო ორ დღეში მათ მტრის სამი ტანკი, 2 ქვეითთა საბრძოლო ჯავშანმანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი გაანადგურეს.
ამასთან, 20 აპრილს ცნობილი გახდა, რომ 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის სამხედროებმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა დანაყოფებთან და ეროვნულ გვარდიასთან ერთად წარმატებული სპეცოპერაცია ჩაატარეს მესაზღვრეებისა და პოლიციელების ევაკუაციისთვის „აზოვსტალის“ ქარხანაში.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















