"ქართული ოცნება" - 22%, "ნაციონალური მოძრაობა" - 7% - NDI

საქართველო, თბილისი - 17:09 | 21.04.2022
ნანახია: 393

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ დაასახელა ის პარტია, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. ასეთი გამოკითხულთა 64 პროცენტი იყო.

ამ გამოკითხვის შედეგებით, ყველაზე კარგი მაჩვენებელი "ქართულ ოცნებას" აქვს. ყველაზე ახლო მდგომ პარტიად ის გამოკითხულთა 22-მა პროცენტმა დაასახელა. 2,5-ჯერ ნაკლები (7%) შედეგი აქვს ყველაზე დიდი ოპოზიციურ პარტია "ნაციონალურ მოძრაობას".

როგორც ჩანს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არც მმართველი პარტია და არც ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევა დღეს გამოქვეყნდა. აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება.

საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე