უკრაინა დამატებით 800 მლნ დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს - ბაიდენი
საქართველო, თბილისი - 19:20 | 21.04.2022 ნანახია: 502
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინა დამატებით 800 მლნ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას მიიღებს. დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს მძიმე შეიარაღებას - ათობით ჰაუბიცას, ტაქტიკურ დრონებს და 144 ათას ერთეულ საბრძოლო მასალას. ამრიგად, აშშ-სგან უკრანისთვის სამხედრო დახმარების მოცულობა 3,2 მლრდ დოლარამდე გაიზრდება. წინა ამავე ღირებულების პაკეტი მოიცავდა საარტილერიო სისტემებს, ჭურვებს, ჯავშანტრასპორტიორებსა და ვერტმფრენებს.
ბაიდენმა გამოსვლისას კონფლიქტში „კრიტიკული ფანჯრის“ შესახებ განაცხადა, ვინაიდან რუსეთი ომის შემდეგი ეტაპისთვის ემზადება, რომლისთვისაც გეოფრაფიული თავისებურების გამო აუცილებელია სხვა ტიპის იარაღი.
ამერიკის პრეზიდენტი აპირებს მომავალ კვირას კონგრესს მიმართოს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებითი ბიუჯეტის გამოყოფასთან დაკავშირებით, რადგან უკრაინისთვის მანამდე დამტკიცებული ბიუჯეტი იწურება.
„მომავალ კვირას კონგრესს გავუგზავნი მოთხოვნას დამატებითი ბიუჯეტის შესახებ, რათა შევინარჩუნოთ იარაღისა და საბრძოლო მასალის უწყვეტი ნაკადი მამაცი უკრაინელი მებრძოლებისთვის“, - განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, ბაიდენმა განაცხადა კიდევ 500 მლნ დოლარის გამოყოფის შესახებ უკრაინის ხელისუფლების პირდაპირი ეკონომიკური დახმარებისთვის.
მისი თქმით, უკრაინის მთავრობამ აღნიშნული თანხა შეიძლება გამოიყენოს ეკონომიკის სტაბილიზაციისათვის, მოსახლეობის დახმარებისა და ხელფასების გადახდისთვის.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















