ვიდრე აქ ვართ, მარიუპოლი უკრაინაა. მარიუპოლი ყოველთვის უკრაინაა - "აზოვის" პოლკის ერთ-ერთი მეთაური
საქართველო, თბილისი - 12:45 | 22.04.2022 ნანახია: 605
პოლკ „აზოვის“ მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე ასობით მშვიდობიანი მოქალაქე რჩება. მისივე თქმით, მარიუპოლის დამცველები დანებებას არ აპირებენ, მაგრამ მზად არიან ქალაქიდან გავიდნენ იარაღით და იმ პირობით, რომ მათ უსაფრთხოების გარანტი მესამე ქვეყანა იქნება.
პალამარი აღწერს ბოლო დღეებში უკრაინელი სამხედროების ბრძოლას რუსეთის არმიის წინააღმდეგ: „ქარხნის წინააღმდეგ შტურმი ღამითაც გრძელდება - საზღვაო არტილერიის დახმარებით - ისვრიან ზღვიდან. ჰაერიდან ყრიან მძლავრ ბომბებს - მუდმივად მიმდინარეობს ავიადარტყები, ბომბავენ ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემებიდან, ქვემეხებიდან“, - აღნიშნავს პალამარი.
სვიატოსლავ პალამარი ამბობს, რომ მასირებული დაბომბვების შედეგად სამრეწველო ზონაში შენობების უმეტესობა დანგრეულია. „აზოვსტალის“ ტერიტორია ფაქტობრივად განადგურებულია. ისინი {რუსები} იყენებენ მძლავრ ბომბებს, რომლებიც დიდ ნგრევას იწევენ, არიან დაჭრილები, დაღუპულები, სამოქალაქო პირები ნანგრევების ქვეშ არიან“, - აღნიშნავს პალამარი.
მშვიდობიანი მოქალქეების ზუსტი რაოდენობის შესახებ ზუსტი ცნობები არ არის. მანამდე მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო ამბობდა, რომ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, შესაძლოა, იყოს 300-დან 1000-მდე ადამიანი.
როგორც პალამარი ამბობს, ეს ადამიანები იმყოფებიან ბუნკერებში, თითოეულ ბუნკერს 80-დან 100-მდე ადამიანი აფარებს თავს. „აქ არიან პატარა ბავშვები, სამი თვის ბავშვი, 14 წლის, ერთ-ერთ ბუნკერში 17 ბავშვია და 80-მდე უფროსი, ქალები, მოხუცები... ჩვენი აზრით, ასობით მშვიდობიანი ადამიანია. მაგრამ მათთვის ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია“, - აღნიშნა პალამარმა.
მისივე თქმით, საერთაშორისო შუამავლებს შეუძლიათ დაეხმარონ ალყაში მოქცეული „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოსახლეობისა და ქალაქის დამცველებს გამოსვლაში. მისი თქმით, 500-მდე დაჭრილი ჰყავთ.
პალამარი ამბობს, რომ რუსეთის წინადადებას იარაღი დაყარონ და ტყვედ ჩაბარდნენ, არ დათანხმდებიან. მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლების განცხადება, რომ მათ მარიუპოლი აიღეს, ტყუილია. „მიმართვებში ყოველთვის ვამბობ, რომ ვიდრე ჩვენ აქ ვართ, მარიუპოლი უკრაინაა. მარიუპოლი ყოველთვის უკრაინაა, რაც არ უნდა თქვან. ბრძოლა გრძელდება. ჩვენ მარიუპოლის ტერიტორიაზე ვართ, თქვა პალამარმა.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















