იმარჯვებს ევროპა, ვიმარჯვებთ ქართველები და უკრაინელები, გვჭირდება ძლიერი ევროპა, რომლის გატეხვას რუსეთი ვერ შეძლებს - ზურაბიშვილი მაკრონს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველო, თბილისი - 01:21 | 25.04.2022
ნანახია: 463

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას ულოცავს.

"გილოცავთ ბატონო მაკრონ. თქვენთან ერთად საფრანგეთმა გაიმარჯვა! ევროპა იმარჯვებს! ვიმარჯვებთ, ქართველები და უკრაინელები, რომლებსაც გვჭირდება ძლიერი, ღირსეული ევროპა, რომლის მოსყიდვას და გატეხვას რუსეთი ვერ შეძლებს და იძულებული იქნება მას პატივი სცეს!" - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.

შეგახსენებთ, წინასწარი მონაცემებით,საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონი 58.2%-ით იმარჯვებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე