ევტუშენკოვი ამბობს, რომ ივანიშვილთან საქმიანი ურთიერთობა არ აკავშირებს, მხოლოდ მეგობრობს

საქართველო, თბილისი - 15:54 | 26.04.2022
ნანახია: 380

სანქცირებული რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენტკოვი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან საქმიანი ურთიერთობა არ აქვს და მხოლოდ მეგობრობა აკავშირებს.

ეს ევტუშენკოვმა ფორმულასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

"ივანიშვილთან საქმიანი არა, მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა [მაკავშირებს]. არც არასდროს მქონია [საქმიანი] მაშინაც კი, როცა ივანიშვილს ბიზნესი ჰქონდა, არც გვქონდა კომუნიკაცია, ყოველთვის ვმეგობრობდით"- თქვა ევტუშენკოვმა.

ის ადასტურებს, რომ მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ალი უზდენოვი თბილისში ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

ევტუშენკოვის მტკიცებით, მათ "დასვენებასთან დაკავშირებით" ისაუბრეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე