სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

საქართველო, თბილისი - 20:42 | 28.04.2022
ნანახია: 517

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს ტელეფონით ესაუბრა.

"კონგრესში ყოფნისას, სატელეფონი ზარი მქონდა პრეზიდენტ მაია სანდუსთან მოლდოვაში არსებულ ვითარებაზე. საქართველო სოლიდარულია მოლდოვას მიმართ -  ჩვენ საერთო ევროპული გზა გვაერთიანებს!", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

მანამდე, 27 აპრილს, სალომე ზურაბიშვილმა შეშფოთება გამოთქვა დნესტრისპირეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

"ძალიან შეშფოთებული ვარ დნესტრისპირეთში განვითარებული მოვლენებით. ჩემი სრული სოლიდარობა პრეზიდენტ მაია სანდუსა და სრულიად მოლდოვას!
ევროპის უფრო მეტად დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ყოველი ჩვენგანისთვის რისკია", - დაწერა ზურაბიშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე