არ უნდა გაგვიკვირდეს უკრაინის ხელისუფლების ემოციური განცხადებები, ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო არ იყოს ჩათრეული სამხედრო კონფლიქტში - ჯაფარიძე

საქართველო, თბილისი - 20:01 | 29.04.2022
ნანახია: 509

ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს ემოციური განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რადგანაც ის, რასაც რუსეთი სჩადის უკრაინის ტერიტორიაზე, ამაზე არ ჰქონდეს ადამიანს მართლაც ემოციური რეაქცია, შეუძლებელია, - „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი განცხადებების შესახებ გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველო არ იყოს ჩათრეული სამხედრო კონფლიქტში.

„რაც შეეხება არესტოვიჩის განცხადებას, ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებაზე, რომელსაც ყოველდღიურად ბომბავს რუსეთის ფედერაცია. შესაბამისად, ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს ემოციური განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რადგანაც ის, რასაც რუსეთი სჩადის უკრაინის ტერიტორიაზე, ამაზე არ ჰქონდეს ადამიანს მართლაც ემოციური რეაქცია, შეუძლებელია. აქედან მომდინარეობს სწორედ ემოციური შეფასებები, მაგრამ ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველო არ იყოს ჩათრეული სამხედრო კონფლიქტში. ეს ყველაფერი კი ჩვენ უნდა გავაკეთოთ დასავლელ პარტნიორებთან ერთად, მათი ხელშეწყობით. ეს ყველაფერი აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველო იყოს დასავლური კოალიციის აქტიური წევრი, კოალიციის, რომელიც აქტიურად მხარს უჭერს უკრაინას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე