საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიაში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

საქართველო, თბილისი - 18:17 | 02.05.2022
ნანახია: 491

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. დახვედრის ცერემონია ბერლინ-ბრანდერბურგის საერთაშორისო აეროპორტში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრებს გამართავს, როგორც პირისპირ ასევე, გაფართოებულ ფორმატში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე