მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, გაუწიონ შესაბამისი მკურნალობა მიხეილ სააკაშვილს - მაია სანდუ

საქართველო, თბილისი - 23:28 | 06.05.2022
ნანახია: 585

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილს მიეცეს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობის შესაძლებლობა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

შემაშფოთებელი ინფორმაციაა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, გაუწიონ ყოფილ პრეზიდენტს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა და მხარი დაუჭირონ მის გამოჯანმრთელებას. ჯანმრთელობის უფლება ადამიანის უფლებებისა და ღირსეული ცხოვრების ფუნდამენტური ნაწილია, - წერს სანდუ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე