ავსტრია კატეგორიულად აპროტესტებს ოკუპირებული ცხინვალის ზრახვებს რუსეთთან შეერთებაზე - საგარეო

საქართველო, თბილისი - 20:32 | 14.05.2022
ნანახია: 534

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის მიერ რუსეთთან შეერთების თაობაზე ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნას.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ავსტრია სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

"ავსტრია კატეგორიულად აპროტესტებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რეგიონის ზრახვებს, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხე რეფერენდუმის ჩატარებას უკავშირდება. ავსტრია სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მოქმედმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა "რეფერენდუმი" 17 ივლისს დანიშნა.

ოკუპირებულ ცხინვალში 8 მაისს გამართული ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნების" მეორე ტურის შედეგებით, ბიბილოვი ოპოზიციის კანდიდატთან, პარტია "ნიხასის" ლიდერთან, ალან გაგლოევთან დამარცხდა. გაგლოევის პოზიცია "რეფერენდუმის" თარიღთან დაკავშირებით უცნობია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე