სენატორი რიში ნიკა გვარამიას ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს

საქართველო, თბილისი - 12:23 | 17.05.2022
ნანახია: 490

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი ჯიმ რიში ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ეხმიანება.

"ნიკა გვარამიას, ქართული ტელევიზიის დირექტორს, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით, 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. პოლიტიკური ოპოზიციის გაჩუმება საქართველოს ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით დააყენებს. კანონის უზენაესობა და თავისუფალი პრესა არსებითია დემოკრატიისთვის", - წერს სენატორი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე