საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის - რობერტა მეცოლა

საქართველო, თბილისი - 19:52 | 17.05.2022
ნანახია: 430

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

"კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან ევროპარლამენტში. საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის.

რეფორმები მართლმსაჯულებაში, კანონის უზენაესობა, მედიათავისუფლება, ლგბტქ+ და ადამიანის უფლებები რჩება გადამწყვეტად ქვეყნის ევროპული გზისთვის. ერთიანი ვართ უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში", – წერს „ტვიტერში“ რობერტა მეცოლა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე