აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი, დერეკ შოლე საქართველოშია

საქართველო, თბილისი - 19:06 | 18.05.2022
ნანახია: 354

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლე თბილისშია - ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

"ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან. სახელმწიფო მდივნის მრჩეველი შეხვედრებისას განიხილავს ორმხრივი თანამშრომლობის გზებს საქართველოს დასახმარებლად, შექმნას ძლიერი, უსაფრთხო და წარმატებული დემოკრატია",- იტყობინება საელჩო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე