ლევან აბაშიძე დღეს 59 წლის გახდებოდა
საქართველო, თბილისი - 13:24 | 22.05.2022 ნანახია: 772
მსახიობ ლევან აბაშიძეს დღეს 59 წელი შეუსრულდებოდა. ის 29 წლის ასაკში, 1992 წელს აფხაზეთის ომში ზემო ეშერასთან დაიღუპა. მსახიობმა ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე ქართულ კინოში 20-მდე როლის შესრულება მოასწრო.
როგორც მშობლები იხსენებენ, ლევანი ძალიან ნერვიულობდა, აფხაზეთში ომია და რა დროს ფილმიაო. ერთდროულად 3 ფილმში იღებდნენ. თუმცა, 5 სექტემბერს მეგობრებთან ერთად აფხაზეთში გაემგზავრა, 6 სექტემებერს დილით სოხუმში ჩავიდა, 7 სექტემბერს კი ეშერის მისადგომებთან დაიღუპა…
1985 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტი. მუშაობდა თბილისის კინომსახიობთა სტუდიაში.
ლევან აბაშიძის კინოდებიუტი შედგა ლანა ღოღობერიძის ფილმში "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", სადაც 14 წლისამ მთავარი გმირის ვაჟიშვილის როლი განასახიერა .ხოლო მთავარი როლი ეკრანზე შეასრულა 1984 წელს გიორგი შენგელაიას ფილმში "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა", რომელმაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთ-ერთი მთავარი პრიზი — „ვერცხლის დათვი“ დაიმსახურა. მას შემდეგ ახალგაზრდა მსახიობმა ორ ათეულამდე კინოფილმში მიიღო მონაწილეობა და არაერთი საინტერესო მხატვრული სახე შექმნა. მათ შორის აღსანიშნავია ა. რეხვიაშვილის „საფეხური“ (1975 წ.), ტ. კოტეტიშვილის „ანემია“ (1988 წ. კიევის საერთაშორისო კინო-ფესტივალზე ლევან აბაშიძე საუკეთესო სამსახიობო ნამუშევრისათვის დაჯილდოვდა მთავარი პრიზით) და „ქალაქის ცხოვრება“ (1990 წ.), ლ. ღოღობერიძის „ორომტრიალი“ (1986 წ.), გ. მგელაძის „ფესვები“ (1987 წ.), ტ. კალატოზიშვილის „სკაპენის ოინები“ (1985 წ.), კაიდანოვსკის „სტუმარი“ (ლენფილმი, 1987 წ.) და სხვა.
ლევან აბაშიძეს დაუმთავრებელი დარჩა გიო მგელაძის ცნობილი ფილმი “არა, მეგობარო”, რომელიც რეჟისორმა მისი გარდაცვალების შემდეგ სუბიექტური კამერის საშუალებით დაამთავრა. ამ ფილმში ლევანს 1993 წელს კიევის საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალზე, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის პირველი პრემია მიენიჭა, ხოლო ობერ ჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალზე მან ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა.
1987 წელს ახალგაზრდა მსახიობი ფრანგულმა პრესამ კანის ფესტივალის მიმოხილვაში მარლონ ბრანდოს შეადარა. ფრანგები იმედოვნებდნენ, რომ ლევან აბაშიძე მალე ავიდოდა ასეთ სიმაღლეზე. ქართველმა რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ კი, ლევანს "ფრესკიდან გადმოსული" უწოდა.
ლევანი ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის პირდაპირი შთამომავალი იყო თეკლა ბატონიშვილის შტოდან.
მსახიობი დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















