“საქართველოს ფოსტის” წარმოდგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ საფოსტო ფორუმში
საქართველო, თბილისი - 12:45 | 24.05.2022 ნანახია: 529
მიმდინარე წლის 15 – 18 მაისს, “საქართველოს ფოსტის” გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ, მონაწილეობა მიიღო ეროვნულ საფოსტო ფორუმში (National Postal Forum), რომელიც ფორუმზე, კიურასაოს ფოსტის აღმასრუებელ დირექტორთან ტომას როჯენდორფთან ერთად საპატიო სტუმრად იქნა მიწვეული.
ღონისძიება გაიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებში, არიზონაში, ქალაქ ფენიქსში. ფორუმის ორგანიზატორი გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სერვისი (USPS). ფორუმს, ამერიკის საფოსტო სერვისის მენეჯმენტთან ერთად, ესწრებოდნენ საფოსტო ბიზნესთან დაკავშირებული ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც.
აღნიშნული ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიებსა და შეხვედრებზე, დარგის წარმომადგენლებმა განსაზღვრეს საფოსტო საქმიანობის უახლესი ტენდენციები და განვითარების ხედვები. ღონისძიებაზე, ამერიკის საფოსტო სერვისის გენერალური დირექტორის ლუის დეჯოის მიერ წარმოადგენილი იქნა საფოსტო დარგის განვითარების 10 წლიანი გეგმა. აღნიშნულ გეგმაში ასახულია, როგორ გამოწვევბი, ასევე, ყველა ის მიმართულება, რომლის განვითარებაც იგეგმება. მნიშვნელოვანია, რომ გეგმის ბიუჯეტი ჯამში 400 მილიარდამდე აშშ დოლარს შეადგენს.
ლევან ჩიკვაიძემ, მედიასთან (CBS News, ABC News), წარმოდგენილი 10 წლიანი განვითარების გეგმის შესახებ ისაუბრა და განიხილა ის შესაძლებლობები, რომელსაც “საქართველოს ფოსტას” ამერიკის საფოსტო სერვისის USPS - ს გამოცდილების გაზიარება აძლევს.
მნიშვნელოვანია, რომ ფორუმის ფარგლებში “საქართველოს ფოსტის” გენერალურმა დირექტორმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სერვისის USPS - ს გენერალურ დირექტორთან ლუის დეჯოისთან, ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სერვისის გუბერნატორთა საბჭოს თავმჯდომარესთან რონ ბლუმთან და ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სერვისის გენერალური ინსპექტორთან თომი ვითქომბთან. ასევე, პირადი შეხვედრა გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სერვისის კორპორატიული ურთიერთობების ვიცე პრეზიდენტთან ჯოდი დე ტოროკთან.
ეროვნული საფოსტო ფორუმი წარმოადგენს ამერიკის საფოსტო სერვისებისა და საფოსტო გადაზიდვების სფეროში წლის უმთავრეს ღონისძიებას, რომლის მიზანია უზრუნველყოს ყველაზე სრულყოფილი საგანმანათლებლო და საკომუნიკაციო სივრცე.
“საქართველოს ფოსტა” ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სერვისის USPS - ს საერთაშორისო საფოსტო სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მერი ანდერსონის მოწვევით.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















