საქართველო ბევრი მონაცემით წინ უსწრებს ბალკანეთის ქვეყნებსაც, რომელთაც კანდიდატის სტატუსი აქვთ - მაკა ბოჭორიშვილი
საქართველო, თბილისი - 21:23 | 25.05.2022 ნანახია: 995
"დღეს საქართველოს ისტორიული შანსი ეძლევა იმისთვის, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე გარდამტეხი ეტაპი დაიწყო და მივიდეთ იქ, საითკენაც ქართველი ხალხი მიისწრაფის დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საპარლამენტო დებატების ფორმატში გამოსვლისას.
მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გაკეთებულია.
"„გაკეთებულია იმაზე 2 წლით ადრე, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა და ეს დაჩქარება რეგიონისთვის უმძიმესმა მოვლენებმა განაპირობა. უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, ევროკავშირმა უნდა მიიღოს გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება ათწლეულის შემდეგ სად უდა გაიაროს ევროკავშირის საზღვარმა", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიცია მარტო იმას ხედავს, რომ საქართველოს დამოუკიდებელი არსებობა ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების წლებია, მაგრამ არსებობს სხვა პრიზმაც.
"ამ პრიზმიდან რომ შეხედოთ ჩვენს ისტორიას, ეს უფრო წაადგებოდა ჩვენს ქვეყანას ევროპელი პოლიტიკოსების დასარწმუნებლად იმაში, რომ დღეს საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას. ამ პრიზმიდან ჩვენს ქვეყანას რომ სჭირდება და წაადგება რამდენიმე ფაქტს გეტყვით და როცა საქართველოს ინტერესების ლობირების სურვილი გაგიჩნდებათ ბრიუსელში ან ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, შეგიძლიათ გამოიყენოთ: საქართველომ მტკიცე არჩევანი გააკეთა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და ყველა შესაძლებლობას წარმატებით იყენებს, რაც კი ამ გზაზე გვეძლევა და არცერთი ასეთი შესაძლებლობა ხელიდან არ გაგვიშვია“, -განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, 2014 წლის ასოცირების შეთანხმება არის მტკიცე საფუძველი ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობისთვის; ამავე წლიდან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აახლოებს საქართველოს ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცესთან; 2017 წლიდან უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის იყო დიდი მიღწევა ადამიანებს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად; საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის მისიებში არის საქართველოს ნების გამოხატვა, რომ ქვეყანამ წვლილი შეიტანოს გლობალურ უსაფრთხოებაში.
"საქართველო 30, 20, 10 წლის წინ და დღეს განსხვავდება ერთმანეთისგან და ეს განსხვავება იმაშია, რომ საქართველო დღეს ევროპულ სტანდარტებთან ბევრად უფრო ახლოა", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, საქართველო ლიდერია რეგიონის ქვეყნებს შორის ბევრი მიმართულებით და ბევრი მონაცემით წინ უსწრებს ბალკანეთის ქვეყნებსაც, რომელთაც კანდიდატის სტატუსი აქვთ.
"ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს ევროპული კვლევითი ორგანიზაციების მიერ გაკეთებული დასკვნებია", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















