მოამზადე ავტომობილი ზაფხულისთვის - მაისის შეთავაზებები "თეგეტა მოტორსში"
საქართველო, თბილისი - 13:22 | 27.05.2022 ნანახია: 915
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, აუცილებელია ავტომობილების ცხელი დღეებისთვის მომზადება. ტემპერატურის ცვლილების გამო, მნიშვნელოვანია სხვადასხვა დეტალის შემოწმება თუ შეცვლა.
ყველაზე ცხელი სეზონის დადგომამდე "თეგეტა მოტორსი" ავტომომხმარებელს აქციებს სთავაზობს. 26-დან 31 მაისამდე ქეშბექი და ფასდაკლება იმოქმედებს როგორც საბურავებზე, ისე აკუმულატორებზე, საცხებ-საპოხ მასალებზე, დანადგარებსა და სერვისზე.
ზაფხულისა და ზამთრის საბურავებს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა, რაც, პირველ რიგში, მათ შემადგენლობას უკავშირდება - ზაფხულის საბურავში არსებული ნივთიერება მაღალ ტემპერატურაზე აქტიურდება, რაც ერთიორად ზრდის მის მოჭიდებას საფართან. ზამთრის საბურავის შემადგენლობა კი დაბალ ტემპერატურაზე უკეთ გადის სამუშაო დიაპაზონზე. უსაფრთხო მგზავრობისთვის საბურავი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი მათი სეზონურად შეცვლა.
მაისის აქციების ფარგლებში, „თეგეტა მოტორსში“ PIRELLI-სა და MICHELIN-ის ბრენდის საბურავების შეძენის შემთხვევაში, 30%-იან ქეშბექს მიიღებთ. იგივე შეთავაზება ვრცელდება BEX-ისა და VARTA-ს ბრენდების აკუმულატორებზეც.
ტემპერატურის მატება მოქმედებს აკუმულატორზეც. აუცილებელია მისი დიაგნოსტიკა, ხოლო დაზიანების აღმოჩენისას - დაუყოვნებლივ შეცვლა. ძველი აკუმულატორის ჩაბარების შემთხვევაში „თეგეტა მოტორსის“ მომხმარებელი დამატებით 40 ლარამდე ფასდაკლებას მიიღებს.
გამართული ავტომობილით გადაადგილებისათვის მნიშვნელოვანია საცხებ-საპოხი მასალების დროული შემოწმება და შეცვლა, ავტომწარმოებლების მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად. "თეგეტა მოტორსში" 30%-იანი ქეშბექი საცხებ-საპოხი პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე მოქმედებს.
ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების პარალელურად, საგაზაფხულო შეთავაზებები ვრცელდება როგორც DAYCO-ს ღვედებზე, ისე TOTAL-ის, TOPTUL-ისა და RING-ის ხელსაწყოებზე. ამ ბრენდების თითოეული ნივთის შეძენისას „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს გადახდილი თანხის 30%-ს დაუბრუნებს.
ქეშბექის ქულებს "თეგეტას" სერვისით სარგებლობის შემთხვევაშიც დააგროვებთ.
თუ ფილიალში მოსვლას ვერ ახერხებთ, ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებზე 20%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ ისარგებლოთ „თეგეტას“ ონლაინ შოპზე, სადაც თქვენი ავტომობილისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი.
--
"თეგეტა მოტორსის" შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს.
კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომელიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















