როგორც კი ქართული პოლიტიკა გათავისუფლდება კრიმინალებისგან, როგორებიც არიან სააკაშვილი, გვარამია და სხვები, მაშინვე გავხდებით სრულად ევროპული ქვეყანა - კობახიძე
საქართველო, თბილისი - 18:10 | 27.05.2022 ნანახია: 687
"იმდენად უშინაარსო გახდა ოპოზიციის გამოსვლები და თუნდაც კითხვები ამ სხდომათა დარბაზში, რომ მთლიანად მოტივაციაც კი გვაქვს დაკარგული, გამოვიდეთ დებატებში და ვისაუბროთ", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის ფორმატში პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს.
მისი თქმით, დიდი ხანია ისმის საუბრები სანქციებთან დაკავშირებით, თუმცა ოპოზიციას ერთხელაც არ დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია, უჭერენ თუ არა მხარს საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.
"დღეს თუ მაინც შეგიძლიათ გასცეთ პასუხი კითხვას - უჭერთ თუ არა მხარს სანქციების დაწესებას? 3 თვეა გრძელდება დისკუსია ამასთან დაკავშირებით და დღემდე ოპოზიცია არ აფიქსირებს თავის დამოკიდებულებას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სინამდვილეში მათ ძალიან კარგად იციან, რამდენად არასწორი და ირაციონალურია სანქციების დაწესება, როდესაც უნდა დააწესო ისეთი სანქცია, რომელიც რუსეთს ვერაფერს ავნებს, მაგრამ საკუთარ ქვეყანას და ხალხს უკიდურესად დააზიანებს. ამის მიუხედავად მაინც არ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას. გეყოთ გამბედაობა, რომ თქვათ, უჭერთ თუ არა სანქციებს მხარს?- კითხვით მიმართა ტრიბუნიდან ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას, რაზეც დარბაზიდან გიორგი ვაშაძის პასუხი გაისმა, რომ ის არ უჭერს მხარს სანქციებს.
მადლობა პასუხისთვის, რომელიც გავიგეთ სამი თვის თავზე. რაც შეეხება სანქციების გვერდის ავლას, დღეს პრემიერმა ისაუბრა, რას აკეთებს ქვეყანა, რომ სანქციებისთვის გვერდს ავლა არ მოხდეს და ესეც კი ვერ გაიგო ოპოზიციამ. ორმა გამომსვლელმა აღნიშნა, რომ თურმე ეს ყოფილა სანქციები. სანქციებს და სანქციების გვერდის ავლას რომ ვერ არჩევენ, ეს არის საოცრება და ასეთ ხალხს რა ველაპარაკოთ?", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ასეთ დროს პოლემიკა და დისკუსია ძალიან ძნელია.
"ქვეყანას სჭირდება ძლიერი ოპოზიცია. ქვეყანას აკლია ძლიერი პოლიტიკური სისტემა, პოლიტიკური სისტემა, სადაც ოპოზიცია არის ასეთი სუსტი და უშინაარსო, ბუნებრივია, არის შორს იმ სტანდარტებისგან, რაც ჩამოყალიბებულია ევროპის ქვეყნებში, თუმცა ესეც გამოსწორდება. ოპოზიცია გამოსწორდება, გაჯანსაღდება, როგორც კი კრიმინალები წავლენ პოლიტიკიდან და ეს საბოლოო ჯამში აუცილებლად მოხდება, რადგან ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა. ევროპულ ქვეყანაში - საქართველოში კი არ შეიძლება დიდხანს იყვნენ პოლიტიკაში კრიმინალები. როგორც კი ქართული პოლიტიკა გათავისუფლდება კრიმინალებისგან, როგორებიც არიან სააკაშვილი, გვარამია და სხვები, მაშინვე გავხდებით სრულად ევროპული ქვეყანა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ქართულ პოლიტიკაში მუდმივი პოლემიკაა ფაქტებთან და აღქმებთან დაკავშირებით. ერთ მხარესაა ფაქტები, მეორე მხარეს - აღქმები. მისივე ინფორმაციით, 2008 წლიდან 2016 წლის ჩათვლით - ბაქრაძისა და უსუფაშვილის თავმჯდომარეობის პერიოდში პარლამენტში სულ 13 მინისტრია ნამყოფი საპარლამენტო ზედამხედველობის პროცედურის ფარგლებში.
"დღეს ეს რაოდენობა არის 5-7-ჯერ გაზრდილი. ფაქტები არის ეს, თქვენი აღქმები არის მეორე", - მიმართა ოპოზიციას ირაკლი კობახიძემ.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















