ენათმეცნიერი შუქია აფრიდონიძე გარდაიცვალა
საქართველო, თბილისი - 12:05 | 29.05.2022 ნანახია: 660
ფილოლოგი, ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი, შუქია აფრიდონიძე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი წერს:
"ქალბატონმა შუქია აფრიდონიძემ დაგვტოვა, იშვიათ შემთხვევაში ხდება ხოლმე ჩემს ცხოვრებაში, როცა ძვირფასი ადამიანის გარდაცვალებას გავიგებ და მასზე მეტად ჩემი თავი და ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი მეცოდება, რომელიც ვეღარ დაინახავს მის გაცისკროვნებულ სახეს, ვეღარ მოისმენს მის იმედის მომცემ ლაპარაკს.
მისი გარდაცვალებით ერთი ისტორიული წიგნი დაიხურა, რომელიც თედო სახოკიათი იწყებოდა და შუქია აფრიდონიძით დასრულდა.ამ წიგნში ერთი ფურცელზე ჩემი დიდი პაპის გიორგი თაქთაქიშვილის, მისი ლეგენდარული ბაღის ისტორიაც ეწერა. ქალბატონი შუქია ჩემთან შეხვედრისას ხშირად იგონებდა ბავშვობის იმ წლებს, როცა პაპას ის ჩვენს სოფელში ჩაყავდა. ჩემი დიდი პაპა თბილისშიც მალავდა თურმე თედო სახოკიას ჟანდარმერიის მიერ ძებნის პერიოდში.
მაშინ დამეგობრებულან და ზაფხულის საბჭოთა თბილისს გამორიდებული თედო სახოკია რველში დიდი ვირგლის ძირში ესაუბრებოდა ჩემს დიდ პაპას იმ თემებზე, ქალბატონ შუქიას რომ არ უნდა გაეგო. ნეტავ მაშინ მანდ ვყოფილიყავი მეთქი, ვუთხარი ქალბატონ შუქიას, მე ხომ ვიყავი და ვერც ვერაფერი გავიგეო. გაიცინა.
დაპირებული ვიყავი რველში ერთად ჩასვლას, მაგრამ ვერ შევუსრულე. მან კი რამდენიმე წლის წინ შეასრულა ერთი მისთვის უმნიშვნელოვანესი მოვალეობა: დააბინავა პაპის ბიბლიოთეკა ავეჯით ეროვნულ ბიბლიოთეკაში, დღეს ეს ავეჯი და ბიბლიოთეკა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დარბაზშია დაცული.ახლა თითქოს ყურში ჩამესმის ქალბატონი შუქიას ხმა, რომელსაც ეხლა მეტყოდა: წავედი პაპასთან!
მშვიდობით ქალბატონო შუქია, თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ მთელი ცხოვრება ღირსეულად ატარეთ ღირსეული და ლეგენდარული პაპის ღირსეული შვილიშვილის სახელი ისე, რომ დატოვეთ საკუთარი ბრენდი " შუქია აფრიდონიძე-ქართული ენათმეცნიერების ვარსკვლავი", - წერს ლევან თაქთაშვილი.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















