მთავარია, ამ ახალი შესაძლებლობების და საფრთხეების ფონზე, ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენი ევროპული არჩევანი ურყევია - პრეზიდენტი
საქართველო, თბილისი - 12:57 | 30.05.2022 ნანახია: 550
მთავარია, ახალი შესაძლებლობებისა და საფრთხეების ფონზე, ჩვენ ვიცოდეთ, რა გვინდა და როგორ გვინდა, რა არის ჩვენი ფასეულობები. მთავარია, ვაჩვენოთ მსოფლიოს, თუნდაც თვითონ ორჭოფობდნენ, რომ შემდეგი ნაბიჯების გადადგმის შესახებ ჩვენი არჩევანი ურყევია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციაზე – „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ მიზნის ქვეშ ყველა ძალა უნდა იყოს გაერთიანებული არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, პოლიტიკური ამბიციებით განპირობებული დაპირისპირება მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება.
„მოგესალმებით ბატონო ელჩებო, პატივცემულო საზოგადოება. მოხარული ვარ, რომ დღეს აქ შეკრებილი საზოგადოება წარმოადგენს იმ ერთიანობას, რომელიც აუცილებელია, რათა საქართველო თავის ადგილზე დადგეს. ეს ერთიანობა საზოგადოების დაკვეთაა. შეიძლება, პოლიტიკურმა ძალებმა ჯერ კიდევ ვერ გაითავისეს ასეთი დაკვეთის არსებობა, რამეთუ საზოგადოებას არ აქვს ის საშუალებები, რომ თავისი დაკვეთა პოლიტიკურ პარტიებამდე მიიტანოს და გააგებინოს მათ თავისი ხმა. ამ პერიოდში, ეს დაკვეთა კიდევ უფრო გაძლიერდა, რადგან, როგორც კი ხედავ, რომ მსოფლიო შენ ირგვლივ იცვლება, რომ ჩნდება ახალი გამოწვევები, ახალი შესაძლებლობები, იქმნება ახალი არქიტექტურა (თუმცა, მგონი, არავინ იცის, რა და როგორი იქნება), ამ შემთხვევაში, მით უმეტეს პატარა ქვეყანაში, რომელიც თავს ისე დაცულად ვერ გრძნობს, კიდევ უფრო დიდი მოთხოვნაა, რომ იყოს გაერთიანებული და საზოგადოებას ვთავაზობდეთ ერთიან ხედვას. ალბათ ეს არის დღევანდელი შეკრების დანიშნულება, რომ სხვადასხვა აზრების შეჯერებით ჩვენ უფრო კარგად დავინახოთ, რა და როგორ შეგვიძლია, რომ ჩვენი ადგილი მოვიპოვოთ ამ ახალ მსოფლიოში.
ფაქტია, როგორც ეს ხდება ყველაზე დიდი კრიზისების, ტრაგედიების და ომების შემდგომ, ამ ყველაფერს მოჰყვება გადაფასება და ახალი უსაფრთხოების ფორმების ძიება, რომელიც არ დაუშვებს ამ ტრაგედიების განმეორებას. ასე შეიქმნა თავის დროზე გაერო, ევროკავშირი, ნატო და დღესაც ამის მოლოდინში ვართ, რომ განახლდეს ეს ორგანიზაციები.
რუსეთის აგრესიამ უკრაინაში შექმნა ახალი რეალობა, რომელმაც უკვე დაამარცხა რუსეთის ამბიციები და გეგმები ევროპაში: შეიკრა და გაძლიერდა უკრაინის ეროვნული იდენტობა, შეიკრა და გაძლიერდა ევროკავშირის ქვეყნების ერთიანობა და მათი შეგნება, რომ უსაფრთხოებაზე თვითონ ევროპელებმა უნდა იზრუნონ და მეტი პასუხისმგებლობა აიღონ. ნატო-ს დღის წესრიგში ნეიტრალური ქვეყნების გაწევრიანება დადგა, რაც რამდენიმე ათეული წლის წინ, სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა. რუსეთმა კი, კიდევ ერთხელ, ყველას დასანახად და გასაგებად, აგრესორისა და ნგრევის მომტანის სასტიკი სახე აჩვენა, თუნდაც იმ რეგიონში და იმ მოსახლეობის მიმართ, რომლის ვითომცდა დასაცავად უკრაინაში შეიჭრა. ამავდროულად, ამ სისასტიკის მიუხედავად, რუსეთმა ვერ მოახდინა ძალის დაუმარცხებლობის დემონსტრირება, რითაც იმედოვნებდა ევროპისა და მეზობლების დაშინებას. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ანაქრონული ომი, უკრაინელები უკვე გამარჯვებულები არიან: მათ საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის უდიდესი ფასი გადაიხადეს და გაამყარეს ის. ძნელი სათქმელია, ხვალინდელი ევროპა რა პრინციპებით იხელმძღვანელებს და როგორ გაარჩევს სხვადასხვა ქვეყნების გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას – უკრაინის – როგორც ცენტრალური ევროპის სტაბილურობის გარანტის, კავკასიის – როგორც აღმოსავლეთთან სტრატეგიული ხიდის, რუსეთის იზოლაციის პირობებში, თუ ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით აღმოსავლეთ ბალკანეთის როლს, ამ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას დაუქვემდებარებს პოლიტიკურ პრინციპებს, თუ გამოიყენებს ერთგვარად შერეულ კრიტერიუმებს, როგორ დააბალანსებს გაფართოების აუცილებლობასა და ეკონომიკური თუ სოციალური გაღრმავების საჭიროებას. ამ მოსალოდნელი ცვლილების ფონზე, საჭიროა ჩვენ დავინახოთ ჩვენი ადგილი და შესაძლებლობები.
ჩვენწინ ძალიან დიდი პერსპექტივები იხსნება, როგორც პატარა ქვეყანა, ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან და ჩვენი მოქნილობიდან გამომდინარე, თუკი ჩვენ შევძლებთ ჩვენი ადგილის დანახვასა და გამყარებას. ვერ განვსაზღვრავთ რა იქნება რუსეთის რეაქცია, მორალური მარცხის და იზოლაციის შედეგად, რომელიც შესაძლოა, განახლებული აგრესიით მიუბრუნდეს სხვა მეზობლებს, მათ შორის საქართველოს, რისი საფრთხეც არსებობს, თუნდაც რეფერენდუმის ფორმით. მთავარია, ამ ახალი შესაძლებლობების და საფრთხეების ფონზე, ჩვენ ვიცოდეთ რა გვინდა და როგორ გვინდა, რა არის ჩვენი ფასეულობები. მთავარია, ვაჩვენოთ მსოფლიოს, თუნდაც თვითონ ორჭოფობდნენ, რომ შემდეგი ნაბიჯების გადადგმის შესახებ ჩვენი არჩევანი ურყევია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მიზნის ქვეშ ყველა ძალა უნდა იყოს გაერთიანებული, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით! პოლიტიკური ამბიციებით განპირობებული დაპირისპირება მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება, საბოლოოდ ამ პარტიების მიმართ ნდობასაც აზარალებს. მთავრობისა თუ ოპოზიციის ნებისმიერი ნაბიჯი ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს და არ აყენებდეს საფრთხის ქვეშ. მიზანი ძალიან ცხადი უნდა იყოს და არ ბადებდეს ეჭვს ჩვენს გულწრფელ არჩევანსა და მიმართულებებზე. მხოლოდ ამგვარად ჩვენ დავიმკვიდრებთ ჩვენს ადგილს ევროპაში, ჩვენ დავუბრუნდებით ჩვენს თავს და იმ მომავალს, რომელიც ნამდვილად ჩვენ გვეკუთვნის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















