„ლელოს“ და გახარიას პარტიას შევხვდი, ორივე კატეგორიულად მოითხოვდა კანდიდატობას – კრამონი

საქართველო, თბილისი - 18:05 | 31.05.2022
ნანახია: 558

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ბოლო კვირებში საქართველოდან ორი ოპოზიციური პარტიის – „ლელოსა“ და „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს შეხვდა და ორივე პარტია მოითხოვდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი ტვიტერზე წერს.

„ცნობისთვის, ბოლო კვირების განმავლობაში, ბრიუსელში შევხვდი ორ ოპოზიციურ პარტიას საქართველოდან – „ლელოსა“ და გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“.

ორივე კატეგორიულად მოითხოვდა ევროკავშირის კანდიდატობას, მიუხედავად დემოკრატიული უკუსვლისა, რადგან “ეს არის ისტორიული შანსი ქვეყნისთვის და ყველა პარტიულ ხაზზე მაღლა დგას”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე