პროგნოზი არაკეთილსაიმედოა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაიყვანონ საზღვარგარეთ, მულტიპროფილურ ცენტრში - ჯიშკარიანი სააკაშვილზე
საქართველო, თბილისი - 21:17 | 01.06.2022 ნანახია: 969
ცენტრ „ემპათიის“ მედიკოსებთმა კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს.
ცენტრის ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. მისი თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაუზიარეს კოლეგებს და იმედი გამოთქვა, რომ ამ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.
„პროგნოზი არაკეთილსაიმედოა და რეკომენდაციები, იცით, რომ არ გაითვალისწინეს. შესაბამისად, ჩვენ რამდენიმე რეკომენდაცია გავუზიარეთ ჩვენს კოლეგებს და იმედია, გაითვალისწინებენ. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, იგი საჭიროებს ეტიოლოგიურ, ანუ ეტიოლოგიაზე მიმართულ ავტოქტონურ მკურნალობას, რაც მიმდინარეობს ახლა. რაც პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარეობდა, ეს გახლავთ სიმპტომური მკურნალობა და არსებობს პათოლოგიური მკურნალობა, რაც ნიშნავს, რომ უნდა უმკურნალო დიაგნოზს. სამწუხაროდ, ეს დიაგნოზები არსებობს უკვე იმის გამო, რომ თავის დროზე პენიტენციურმა სამსახურმა სწორად არ დასვა დიაგნოზები და არ უმკურნალა ადამიანს. საუბარია იმ დიაგნოზებზე, რაც დეკემბერში ვთქვით“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.
მისი თქმით, საკაშვილი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაიყვანონ საზღვარგარეთ მულტიპროფილური ცენტრში სამკურნალოდ.
არსებობს საზღვარგარეთ მულტიპროფილური ცენტრები და იქ უნდა იყოს გადაყვანილი მიხეილ სააკაშვილი რაც შეიძლება სწრაფად, რომ მოხდეს სწორი მკურნალობა. ეს ეხება კვებით-აღდგენით თერაპიას, რაც სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა საქართველოში და იმედი იმისა, რომ აწი განხორციელდება, არის ძალიან მცირე და ასევე ეხება ნევროლოგიას, რომელიც სამწუხაროდ, პროგრესირებს"- თქვა ჯიშკარიანმა.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















