ვდგავართ არჩევანის წინაშე: ქრისტეს გზით ვიაროთ, თუ წარმავალ რაღაც ღირებულებებზე, რომლებსაც ევროპულს ეძახიან?! - მეუფე იოანე
საქართველო, თბილისი - 14:05 | 02.06.2022 ნანახია: 766
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა ქადაგებისას ანტიევროპული და ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა. მან ევროპულ ღირებულებებს "ათეისტური", "ფაშისტური", "რასისტული" და "გარყვნილი" უწოდა.
ჩვენმა ხელისუფალმა, პრემიერმა იქ, უცხოეთში, შეხვედრაზე თქვა, რომ ევროგაერთიანება თუ ინტეგრაცია კარგია, მაგრამ უკვე ამდენი წელია ამაზე ვსაუბრობთ და საქმეზე ხომ არ გადავიდეთო? ხალხს რა ვუთხრათო? იმიტომ, რომ ეს უკვე ისე იწელება დროში, ხალხს უკვე იმედი აღარ აქვს, რომ თქვენ ეს გინდათო. კი, კი გავითვალისწინებთო, გაითვალისწინეს და ისეთი რამე შესთავაზეს ქვეყანას, რომ ნამდვილად ამაზე უარს იტყვიან ჭეშმარიტი ქართველები და ქრისტიანები და მაშინ საბაბი იქნება, ევროპაში როგორ შემოგიშვათ, თქვენ როგორი ჩამორჩენილები ყოფილხართო. ჩვენ ვართ ჩამორჩენილები?! და ისინი?! გააჩნია რომელ გზაზე ჩამოვრჩით ჩვენ და რომელ გზაზე არიან ისინი წარმატებული.
ჩვენ გვეუბნებიან უარი თქვითო [სახარებაზე, ქრისტიანულ ცხოვრებაზე], ახლა ევროპული ღირებულებებია. ეს სადაური ტერმინია? გეოგრაფიული ტერმინი ღირებულებებზე ლაპარაკობს? მაშინ, აზიურიც იყოს, აფრიკული, სამხრეთ ამერიკული, ანტარქტიდისაც ხომ შეიძლება? რა ღირებულებებზე მელაპარაკებით? ევროპა, რომელიც წარმართობაში იყო, იმის ღირებულება? თუ, ქრისტიანული როცა იყო? თუ როცა კათოლიკეები ინკვიზიციით წვავდნენ ადამიანებს კოცონზე? რომელ ევროპაზე მელაპარაკებით თქვენ? რომელ ევროპულ ღირებულებებზეა საუბარი?! დღევანდელი ევროპის? საფუძველი რა არის? ჩამოვთვალოთ:
დამპყრობლებმა აფრიკა, ამერიკა დაიპყრეს, აითვისეს, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა ამოხოცეს, რასისტული იყო. მუშახელი რომ დააკლდათ ამერიკაში, აფრიკიდან ათ მილიონზე მეტი ზანგი მონად გაყიდეს, რომ იქ ემუშავათ. ეს არის ევროპული ღირებულებები?! სისასტიკე იქ მყოფ ინდიელებს, სხვადასხვა ტომს, აფრიკელებს ადამიანებად არ თვლიდნენ, თუ ნახევრად რაღაცებად?! ეს ხომ რასიზმია უკვე.
საიდან წამოვიდა ათეიზმი? - ევროპიდან. ფაშიზმი? - ევროპიდან. მსოფლიო ომები? - ევროპიდან. რომელ ევროპულ ღირებულებებზე ვლაპარაკობთ ჩვენ?! ამიხსენით, რას გულისხმობენ?! უკაცრავად, გარყვნილებას, რომელიც დღეს ევროპაში დაკანონებული არის? ამ ღირებულებებზე ვლაპარაკობთ?! ჩვენ ულტიმატუმს გვიყენებენ, რომ თქვენ თუ ამას არ მიიღებთ, ევროპაში არ მიგიღებთო. უკაცრავად, ამ ულტიმატუმს არ უყენებენ ჩინეთს, ინდოეთს, იაპონიას, სპარსეთს, თურქეთს - რატომ? დიდი ქვეყნებია, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ცოტა ვართ და შეიძლება ჩვენ დაგვჩაგრონ?! და უარი გვათქმევინო ჩვენს განვლილ ორი ათასწლოვან გზაზე?! ამას დემოკრატია ჰქვია ხომ? თუ დემოკრატია შეწყნარებაა განსხვავებული აზრისა, მაშ შემიწყნარე მე, განსხვავებული აზრი მაქვს. არა, ჩემის შეწყნარება არ შეიძლება… ეს არის დემოკრატია?
ჩვენ დღეს ვდგავართ არჩევანის წინაშე: გავაგრძელოთ ქრისტეს გზა, ამ გზით ვიაროთ თუ წარმავალ რაღაც ღირებულებებზე, რომლებსაც ევროპულს ეძახიან?! ევროპაში მრავალი ღირებულება იყო და დღესაც არის. რომელზე? ეს ერის პოლიტიკური ღირებულებები და არა ზნეობრივი, არა სარწმუნოებრივი და არა ქრისტიანული. […] აი, მოდით, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი! ნუ გვეცილებიან ჩვენს არჩეულ გზაზე! მიგვიღონ, როგორიც ვართ. ჩვენ არ ვიყავით რასისტები, ჩვენ არ ვიმონებდით ვინმეს, ჩვენ არ ვართმევდით ტერიტორიებს არავის, ჩვენ მონების ყიდვა არ გვქონდა დაკანონებული… ჩვენ ყოველთვის ვიყავით მსხვერპლი, მსხვერპლი ღვთისათვის შეწირული ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის. დღეს რა ავირჩიოთ? ვარსქენის გზა? თუ რომელი?", - თქვა მიტროპოლიტმა ქადაგებისას.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















