საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი - Euractiv-ზე ნიკოლოზ სამხარაძისა და გიორგი ხელაშვილის საავტორო სტატია გამოქვეყნდა
საქართველო, თბილისი - 14:19 | 02.06.2022 ნანახია: 593
საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, – ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა „ევროაქტივი“ საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძისა და მისი მოადგილე გიორგი ხელაშვილის საავტორო სტატიას.
"საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი მოულოდნელი არ ყოფილა. ეს არც მთავრობის ახირება ყოფილა და უკრაინელებისადმი ევროპელების მზარდი სიმპათიის ცინიკური გამოყენება“, – წერენ სამხარაძე და ხელაშვილი.
საავტორო სტატიაში საქართველოს პარლამენტის წევრები აკრიტიკებენ „ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს. მათი თქმით, ამ ორგანიზაციამ სულ ცოტა ხნის წინ ევროკომისიის მოთხოვნით შედგენილი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ეხებოდა და ლოგიკურად ყველა ელოდა, რომ კვლევითი ორგანიზაცია ანალოგიურ დოკუმენტს საქართველოს შესახებაც გამოაქვეყნებდა.
„საკვირველია, რომ საქართველოს შემთხვევაში, „ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრი“ შემოიფარგლა ძალზედ იმედგამაცრუებელი შეხედულებით, რომელშიც უამრავი არასწორი და სადავო ინფორმაციაა მოცემული და ორი პატივცემული ავტორი ამტკიცებს, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი „საეჭვოა“. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს „პარადოქსად“ მოხსენიებით, ავტორებმა არჩიეს უგულებელეყოთ მტკიცებულებები, დაყრდნობოდნენ მხოლოდ ჭორებსა და ცალმხრივ პოლიტიკურ მოსაზრებას საქართველოს პოლარიზებული პოლიტიკური დისკურსიდან. ფაქტების უგულებელყოფით, ავტორები განიხილავენ საკუთარ თავსმოხვეულ „პარადოქსის“ ცნებას, ნაცვლად იმისა, რომ ეცადათ, უფრო სიღრმისეულად გაეგოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მტკიცე და თანმიმდევრული ლოგიკა“, – ნათქვამია სტატიაში.
ქართველი დეპუტატები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ „ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრის“ მიერ მომზადებულ ანგარიშში ავტორები საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ეკონომიკური ნაწილის შესრულებას შთამბეჭდავს უწოდებენ და აცხადებენ, რომ საქართველომ ამ თვალსაზრისით აჯობა არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, არამედ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებსაც. ასევე, ამავე ცენტრის მიერ შარშან ჩატარებულ კვლევაში საუბარია საქართველო მიერ კორუფციის დიდწილად აღმოფხვრაზე.
„მაშ, რა წავიდა არასწორად ახლა? ამ სტატიასთან დაკავშირებით პრობლემას წარმოადგენს რთული მეთოდოლოგია. მაშინ, როდესაც ანალიზის პირველი ნაწილი დაფუძნებულია სერიოზულ კვლევებზე, ფაქტობრივ მონაცემებზე, რომლებიც მიუთითებენ ყველა სფეროში გატარებულ რეფორმებში საქართველოს შთამბეჭდავ წარმატებაზე, სტატიის მეორე ნაწილი დაწერილია ანეკდოტური (და ხშირად არასწორი) ბმულებით საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე. სწორედ ეს მოვლენებია მოყვანილი საქართველოს პროგრესის გაუფასურების „არგუმენტად“. თანმიმდევრულობა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არის არგუმენტებსა და ფაქტებს შორის, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა გამოიწვია ოპოზიციის ხმაურიანი რეაქცია, არამედ ოპოზიციის მიერ საქართველოს პარლამენტში არაპროვოცირებულმა და გაუმართლებელმა საბოტაჟმა და მათ მიერ კანონის დარღვევამ მიიყვანა ქვეყანა პანდემიის პერიოდში პოლიტიკურ კრიზისამდე“, – აცხადებენ საქართველოს პარლამენტის წევრები.
ამასთან ერთად, ქართველი დეპუტატები „ევროაქტივის“ სტატიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ გაწეულ ძალისხმევას ძირი ქართულმა ოპოზიციამ გამოუთხარა, როდესაც არ მოაწერა ხელი მიშელის შუამავლობით მიღებულ შეთანხმებას.
როგორც საქართველოს პარლამენტის წევრები აცხადებენ, როდესაც ანალიზის დროს გამოყენებული მეთოდი არასწორია, როდესაც თარიღები, მხარეები, ფაქტები და შედეგები არეულია, არაა გასაკვირი, რომ „ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრის“ წლევანდელი დასკვნა სრულად განსხვავებულია მათ მიერ ერთი წლის წინ უფრო სიღრმისეულად ჩატარებული კვლევის რეზულტატისგან.
„კერძოდ, ანალიზში ამჯერად გამოტოვებულია საქართველოს მთავრობის მიღწევები. მათ შორის, კონსტიტუციური სისტემის ხელახლა დაბალანსება, რაც უფრო მეტ კონტროლსა და ბალანსს უზრუნველყოფს, მკვეთრად გაუმჯობესებული სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლების ხარისხი, თვალშისაცემი პლურალისტური პოლიტიკური გარემო და მართლმსაჯულების მიმართ ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზრდილი ნდობა. „ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრის“ სტატიაში ასევე არ არის ნახსენები ხალხის მხრიდან მთავრობის პოლიტიკის მხარდაჭერა. ამგვარად კი მათი დასკვნაა, რომელიც ავტორთა ლოგიკიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოს მიღწევებს მხოლოდ და მხოლოდ ტექნოკრატიული ხასიათი აქვს, ხოლო ზოგადი პოლიტიკური გარემო გაჯერებულია დემოკრატიისგან უკუსვლით. თუმცა, ცხადია, რომ მთავრობის მტკიცე პოლიტიკური ნების გარეშე ქვეყანა ვერ მიაღწევდა ვერც ერთ ხშირად ნახსენებ შთამბეჭდავ წინსვლას, იქნება ეს ეკონომიკაში, პოლიტიკურ სისტემაში თუ მართვაში“, – ნათქვამია ქართველი დეპუტატების სტატიაში.
საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე აღნიშნავენ, რომ საქართველოს დემოკრატიული სიმტკიცე გამოჩნდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები გაუმკლავდნენ პოლიტიკურ არასტაბილურობას, ასევე „კოვიდ-19“-ის პანდემიას და სულ ახლახან კატასტროფულ რეგიონულ რყევებს, რაც გამოიწვია რუსეთის შეჭრამ უკრაინაში.
„საქართველოს მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნება“ ევროკავშირში 2024 წელს გაწევრიანების შესახებ განაცხადის შეტანა ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში გამოაცხადა მთავარ საარჩევო დაპირებად და გაიმარჯვა ამ არჩევნებში ამ დაპირების მიმართ მოსახლეობის დიდი მხარდაჭერის წყალობით, რადგან ევროპულ ინტეგრაციას მოქალაქეების 80 პროცენტზე მეტი უჭერდა მხარს. საქართველოს მეტად არ სჭირდება მისი დემოკრატიული მიღწევების მდგრადობის დამტკიცება, რადგან ჩვენმა ქვეყანამ გადაიტანა რუსული აგრესია 1990-იან წლებში, შემდეგ კი 2008 წელს, და მიუხედავად ამისა, დარჩა დემოკრატიულ სახელმწიფოდ. ქართველები დარწმუნებულები არიან, რომ ჩვენი შთამბეჭდავი მიღწევები რეფორმებში, ჩვენი ერთგულება დემოკრატიისადმი, მიუხედავად ჩვენი ომით დაზარალებული საზოგადოებისა, ჩვენი უპირატესობა როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მსურველებთან, ისე ევროკავშირის წევრობის კანდიდატებთანაც, და ყველაზე მეტად ჩვენი ქვეყნის ისტორია და კულტურა, აძლევს საშუალებას საქართველოს, ჰქონდეს სურვილი, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. ამ მიზეზების გათვალისწინებით, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დამსახურებებზე დაფუძნებით და ევროკავშირის შეთანხმების 49-ე მუხლის სულისკვეთებით მიიღებს“, – აცხადებენ ქართველი დეპუტატები „ევროაქტივში“ გამოყენებულ საავტორო სტატიაში.
"პირველი არხის" თარგმანი
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















