ALDE-მ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 19:14 | 04.06.2022
ნანახია: 447

ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა ALDE-მ, მხარი დაუჭირა რეზოლუციას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

რეზოლუციაზე 5-მა ოპოზიციურმა პარტიამ - "სტრატეგია აღმაშენებელმა"; "თავისუფალმა დემოკრატებმა"; "საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ"; "გირჩი მეტი თავისუფლებამ" და "ლელო საქართველოსთვის" იმუშავეს.

გადაწყვეტილება ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის კონგრესის შეკრებაზე გამოცხადდა. ALDE-ს ყრილობა დუბლინში ორი დღეა მიმდინარეობს.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება დამატებითი გარღვევა ამ ქვეყნებში დემოკრატიის გასაძლიერებლად და რუსული გავლენებისგან გასათავისუფლებლად.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სამივე ქვეყანამ კანონის უზენაესობის, ძალაუფლების განაწილების დემოკრატიულ პრინციპების, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის, მედიის თავისუფლებისა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ფუნდამენტურ უფლებების დაცვასა და უზრუნველყოფაზე უწყვეტად უნდა იმუშაონ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე