საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად პაველ ჰერჩინსკი წარადგინეს

საქართველო, თბილისი - 18:03 | 08.06.2022
ნანახია: 457

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა წარადგინა ევროკავშირის დელეგაციების ხელმძღვანელები 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ცნობით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად წარდგენილი პაველ ჰერჩინსკი.

ჰერჩინსკი ამჟამად ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელია. წარსულში მუშაობდა ამავე სამსახურის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის დირექტორად.

პაველ ჰერჩინსკის კანდიდატურას ახლა უკვე მიმღები ქვეყანა უნდა დაეთანხმოს.

ამ დროისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას ელჩი კარლ ჰარცელი მეთაურობს, რომლის უფლებამოსილების ვადა 2022 წლის სექტემბერში იწურება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე