საქართველოს ევროპული გზის შეფერხებაზე პასუხს აგებს ბიძან ივანიშვილი და მისი ხელისუფლება - ნიკა მელია
საქართველო, თბილისი - 19:30 | 09.06.2022 ნანახია: 552
"ევროპამ გვითხრა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება" - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ევროპარლამენტის რეზოლუციას. ის "ქართულ ოცნებას" მიმართავს და ახსენებს, რომ იმისთვის, რომ ევროპა დაარწმუნოს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებში, ორი კვირა აქვს დარჩენილი - "თქვენ გაქვთ ორი კვირა იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეთ".
მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა უერთდება მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ 20 ივნისს ჩანიშნულ აქციას და საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
ნიკა მელიას განცახდება სრულად:
“გამოვხატავთ შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში. ასევე ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ კრემლთან ივანიშვილის პირადი და ბიზნეს კავშირების გამო, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე; მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს გაითვალისწინონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება.
საქართველოს მთავრობა და სხვა პოლიტიკოსები უერთდებიან ნადირობას ჟურნალისტების წინააღმდეგ, იმის მაგივრად რომ დაიცვან დემოკრატიისა და საზოგადოების საყრდენი. კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების მიმართ ღია მუქარა და სამართლებრივი დევნა, საქართველოს ევროინტეგრაციის ამბიციებისაგან აშორებს.
ჩვენ ახლა მოვითხოვთ ცვლილებებს სახელმწიფოს პოლიტიკასა და დამოკიდებულებებში - დროა, თბილისში გაანალიზონ, რა დევს სასწორზე საქართველოს მომავლისთვის. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არის სრულიად ევროპის პოზიცია, რადგან გუშინ, საქართველოს შესახებ დებატებში, 17 დან 17 მა გამომსვლელმა, გამონაკლისის გარეშე, ყველა პოლიტიკურმა ფრაქციამ, მათ შოირს იმ პოლიტიკურმა ფრაქციამ ვისი წევრიც არის ქ. ოცნება, ყველამ ერთხმად თქვა:
რომ საქართველოში ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნიან, რომ საქართველოში არ არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომ საქართველოში გყვავს პოლიტპატიმრები, მიხეილ სააკშვილი, ნიკა გვარამია და სხვები, რომ ჟურნალისტებზე და ხელისუფელბისთვის მიუღებელ ადამიანებზე მთავრობის წაქეზებითა და ორგანიზებით ქუჩაში ნადირობენ, რომ ის რაც საქართველოში ხდება უარყოფს ევროპულ ღირებულებებს. რომ გვყავს ხელისუფელბა რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, მის ინტერესებსა და მის ევროპულ მისწრაფებებს.
თქვენ ევროპული ღირებულებების მატარებელი ქვეყანა არ ხართ, თქვენ ხართ ქვეყანა, რომლის მმართველიც იმსახურებს სანქციებს - გვითხრეს ევროპიდან. ეს შედეგი არ დამდგარა 1 დღეში.
ძალაუფლების შენარჩუნების, ოპონენტის მტრად გამოცხადების და ფიზიკური გადანგურების წყურვილის გამო, ქართული ოცნება ამ შედეგისკენ წლების განმავლობაში მიდიოდა.
მიდიოდა და მოიყვანა ქვეყანა აქამდე, როდესაც ევროპარლამენტი ერთხმად, გამონაკლისის გარეშე გვეუბნება - დროა, თბილისში გაანალიზოთ, რა დევს სასწორზე საქართველოს მომავლისთვის.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, საქართველოს ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და კრიტიკული მედია - ვცდილობდით წინ აღვდგომოდით ამ მომენტის დადგომას:
ჩვენ ვმუშაობდით, რომ საქართველოში არ ყოფილიყო პოლიტიკური დევნა, საქართველოში ადამიანებზე არ ენადირათ ქუჩაში, რომ საქართველოში არ გვყოლოდა უსაფუძვლო ბრალდებით დაკავებული პოლიტპატიმრები და გვქონოდა თავისუფალი სასამართლო. ვმუშაობდით, რომ ადამიანის ღირსება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და თავისუფალი არჩვნების უფლება ყოფილიყო დაცული, რომ პოლიტიკა მომსახურებოდა ხალხის ინტერსებს, ჩვენ ბოლო დრომდე ვცდილობდით რომ საქართველო ყოფილიყო თავსებადი დემოკოკრატიულ საზოგადოებასთან.
ჩვენი ვიზიტები, ჩვენი წერილები, ჩვენი პოზიციები ბოლო დღემდე ემსახურება იმას რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.
მაგრამ "ქართული ოცნება" პოლიტიკური პარტიების თუ თავისუფალი მედიის საქმიანობას, უპირისპირებდა მხოლოდ უხეშ ძალას, უპირისპირებდა არა არგუმენტებს და მსჯელობას არამედ ციხეს, შიშველ ბრუტალურ ძალმომრეობას.
დღეს მიღებული უმაღლესი პოლიტიკური დოკუმენტით, ევროპამ გვითხრა რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რომ დროა, თბილისში გაანალიზოთ, რა დევს სასწორზე საქართველოს მომავლისთვის.
და სასწორზე დევს ჩვენი ისტორიული არჩევანი, თაობების მიერ სისხლით და ოფლით მოტანილი იდეა. რომ ქართველმა ხალხმა უნდა იცხოვროს საკუთარ მიწაზე, ერთიან საქართველოში, თავისუფლად და მშვიდობიანად, ღირსების და სოციალური პირობების სრული დაცვით - და ამ იდეას საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოფნა ქვია.
მინდა მივმართო "ქართულ ოცნებას": ევროპარლამენტის მიერ ერთმნიშვნელოვნად გაცხადდა, რომ ევროპა მზად არის მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ერთადერთი წინაღობა ქართველ ხალხს და ევროპას შორის არის ოლიგარქი ივანიშვილი და ქართული ოცნება.
საქართველოს ევროპული გზის შეფერხებაზე პასუხს აგებს ბიძან ივანიშვილი და მისი ხელისუფლება.
თქვენ გაქვთ 2 კვირა - დაასრულეთ საქართელოს ევროპული მომავლის საბოტაჟი, დაასრულეთ მედიაზე ზეწოლა, დაასრულეთ პოლიტიკური დევნა.
დადგა დრო ქართველმა ხალხმა კვლავ დაადასტუროს თავისი ისტორიული არჩევანი.
20 ივნისს 3 წელი სრულდება მას შედეგ რაც ქართველი ხალხი გამოვიდა საკუთარი ღირსებისა და თავისუფელბისათვის. მე ვიცი, რომ ამ დღეს, ის პატრიოტები, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, ვინც მაშინ დაიცვა საქართველოს ღირსება და თავისუფელბა, კვლავ იკრიბება რუსთაველის გამზირზე.
20 ივნისს, 20 საათზე, რუსთაველზე - ერთად საქართველოს გამარჯვებისთვის, - ამბობს მელია.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















