სასიამოვნოა ოპოზიციის მხრიდან ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი ძალისხმევის ხილვა - აშშ-ის საელჩო

საქართველო, თბილისი - 23:32 | 10.06.2022
ნანახია: 443

ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწი მოადგილე კარა მაკდონალდი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს განცხადებით, სასიამოვნოა ოპოზიციის მხრიდან ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი ძალისხმევის ხილვა.

"ნებისმიერ წარმატებულ დემოკრატიაში ოპოზიცია სასიცოცხლო როლს თამაშობს მოქალაქეების ინტერესების წარდგენისა და ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების კუთხით. საქართველოს ოპოზიციური პარტიების შთამბეჭდავი მრავალფეროვნება აქვს და სასიამოვნოა მათი მხრიდან საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი ძალისხმევის ხილვა. დღეს, ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრისას, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მაკდონალდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მთავრობის ერთგულება პლურალისტული, ინკლუზიური მმართველობის მიმართ", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე