აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი საქართველოს ეწვევა

საქართველო, თბილისი - 12:14 | 11.06.2022
ნანახია: 422

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარინ დონფრიდი ბაქოს, თბილისსა და ერევანს ეწვევა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, კარენ დონფრიდის ვიზიტის მიზანია აშშ-ის ერთგულების ხაზგასმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის მიმართ.

კარენ დონფრიდი 15-16 ივნისს ბაქოს ეწვევა, შემდეგ ის თბილისში ჩამოვა, საიდანაც ერევანში გაემგზავრება.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თბილისს 17 ივნისს ეწვევა, სადაც მონაწილოებას მიიღებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე.

"დოქტორი დონფრიდი ასევე შეხვდება პრემიერ ღარიბაშვილს და ხელისუფლების წევრებს, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს თბილისში, რათა განიხილონ კრემლის არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ და აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე