როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ და შენი მთავრობა არ გაძლევს გამგზავრების საშუალებას, ცუდ ხუმრობას ჰგავს - კრამონი

საქართველო, თბილისი - 14:00 | 11.06.2022
ნანახია: 612

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "ტვიტერზე" ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი მთავრობისგან საერთაშორისო ვიზიტების შეზღუდვაზე საუბრობს. კრამონის ამას ცუდ ხუმრობას უწოდებს.

"როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ და შენი მთავრობა არ გაძლევს გამგზავრების საშუალებას, ცუდ ხუმრობას ჰგავს. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ეს პოლიტიკური რეალობაა", - დაწერა ევროპარლამენტარმა.

გუშინ, 10 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ვიზიტების გამართვის უფლება არ მისცა. ამის შესახებ მან ბრიუსელიდან ისაუბრა. მისი თქმით, გეგმავდა სხვა ევროპულ ქვეყნებში გამგზავრებას, რათა ხელი შეეწყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის.

"მინდოდა ჩასვლა საფრანგეთში, პოლონეთში და კიდევაც უკრაინაშიც, რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ, რადგან არ იქნებოდა ეს დაჩქარების პროცესი. მაგრამ მივიღე კიდევ ერთი უარი ამ მოგზაურობაზე.

მე თვითონაც ამ უარის შემდეგ, რადგან მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, მე თვითონაც ჩავთვალე, რომ ალბათ, არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტომ გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა", - თქვა პრეზიდენტმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე