ფაქტობრივად დაადასტურა, რომ არ უნდათ კანდიდატის სტატუსის მიღება - გიორგი ვაშაძე ღარიბაშვილზე

საქართველო, თბილისი - 17:02 | 11.06.2022
ნანახია: 450

სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებებით დადასტურდა, რომ მმართველ პარტიას ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ უნდა.

"ფაქტობრივად დაადასტურა, რომ არ უნდათ კანდიდატის სტატუსის მიღება. მერე რა, თუ არ მოგვცემენო? მართლა ასე ფიქრობთ? საზოგადოებას მივმართავ. ანუ ხუნდაძისეული ღირსების გარანტიები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ევროკავშირის მიერ გარანტირებული ღირსება, საქართველო განვითარებული ქვეყანა? მეორე საკითხი, რაც უნდა ვთქვა - ფაქტობრივად, ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ეხმარება ევროგაფართოების სკეპტიკოსებს, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი", - თქვა გიორგი ვაშაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას უმნიშვნელო, სიმბოლური დოკუმენტი უწოდა, რომელიც "ტყუილებით არის გაჯერებული".


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე