ბიძინა ივანიშვილის სანქცირება პირდაპირ არის ხალხზე დადებული სანქცია - კობახიძე
საქართველო, თბილისი - 11:28 | 13.06.2022 ნანახია: 776
"ბიძინა ივანიშვილის სანქცირება პირდაპირ არის ხალხზე დადებული სანქცია, იმ საქველმოქმედო პროექტებზე დადებული სანქცია, რომლებიც დღესაც ხორციელდება "ქართუ" ფონდის მიმართ და აქედან ჩანს რეალურად მათი საბოლოო ინტერესი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "იმედი LIVE-ში" განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას როგორი ისტერიკაც ჰქონდა, 2011 წელს, მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში, დააფუძნა „ქართული ოცნება“, ასეთივე ისტერიკა აქვთ დღეს, პოლიტიკიდან გასული ადამიანის მიმართ.
"ცოტა პათოლოგიურიც არის ეს ყველაფერი, 2011 წელსაც ამით დაიწყეს ბრძოლა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, თეფშებს აყადაღებდნენ, სატელიტურ თეფშებს, ანგარიშებზე არაფერს ვამბობ და აბურდით გაჩერებული ინკასატორის მანქანები და ა.შ. სრულიად სამარცხვინო ისტერიული ნაბიჯები, როგორი ისტერიკაც ჰქონდათ, 2011 წელს, მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში, დააფუძნა „ქართული ოცნება“ ასეთივე ისტერიკა აქვთ დღეს, პოლიტიკიდან გასული ადამიანის მიმართ. ერთ რამეს ვიტყვი კიდევ საინტერესოს ბიძინა ივანიშვილის სანქციებთან დაკავშირებით, რაც რეზოლუციაში არის ნახსენები და რაზეც ისინი საუბრობენ. თქვენ გახსოვთ, რომ როდესაც ბატონი ბიძინა გადიოდა პოლიტიკიდან, მან გააკეთა განაცხადი მის ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებით და თქვა, რომ გარდა 200 მილიონისა, რომელიც რჩებოდა მისი ოჯახის გამგებლობაში, მთელი დანარჩენი რესურსი, ყველა აქტივი იგულისხმებოდა მათ შორის ის აქტივები, რომლებიც უკავშირდება „კრედიდ სვისის“ თანხების დაბრუნებას და ა.შ. ყველა სხვა თანხა ამ 200 მილიონის ზემოთ უნდა ყოფილიყო მიმართული, ეს იყო მისი გადაწყვეტილება რაც ძალაშია ბუნებრივია, მას ეს გადაწყვეტილება არ შეუცვლია, უნდა ყოფილიყო მიმართული მთლიანად საქველმოქმედო მიზნებისათვის, გადადის “ქართუ“ ფონდში და იქიდან იხარჯება ქველმოქმედებაზე. როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ იქ რაღაც შვეიცარიაში ანგარიში უნდა გაყინონ თუ თუ რა უნდა ქნან, ერთადერთი იყო პრაქტიკული სანქცია რაზეც შეიძლება მათ ისაუბრონ ეს არის ხომ? პრაქტიკულად ისედაც იქნებოდა ნებისმიერი სანქცირება პირდაპირ ხალხის დასანქცირება. 3 მილიარდი აქვს ამ კაცს დახარჯული ქველმოქმედებაზე მთელი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ აქ ნახეთ რა საინტერესო სიტუაცია გვაქვს, პირდაპირ ასანქცირებენ ხალხს ბიძინა ივანიშვილს აქვს თავისი კონკრეტული თანხა, 200 მილიონი, რომელიც არის ოჯახის გამგებლობაში, ყველა დანარჩენი თანხა, რაც შეიძლება შემოვიდეს, მათ შორის შვეიცარიიდან საქართველოში პირდაპირ ხმარდება ქველმოქმედებას. ეს ადამიანები პირდაპირ ცდილობენ ხალხის სანქცირებას, მაგალითად რის სანქცირებას, რაზე იხარჯებოდა გახსოვთ მაგალითად ეს საქველმოქმედო თანხები, ეს იყო ტაძრების აღდგენა თეატრების მშენებლობა და ა.შ., უამრავი პროექტი იყო, ახლაც მიმდინარე პროექტებია, ანუ ამ პროექტების გაჩერებას ნიშნავს, რეალურად ასეთი გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილის სანქცირება პირდაპირ არის ხალხზე დადებული სანქცია, იმ საქველმოქმედო პროექტებზე დადებული სანქცია, რომელიც დღესაც ხორციელდება „ქართუ ფონდის“ მიმართ და აქედან ჩანს რეალურად მათი საბოლოო ინტერესი. ესენი პირდაპირ მტრობენ ხალხს, მათი ერთადერთი სურვილი არის და ბოლოს მივდივათ ისევ ომამდე, ანუ ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ პირდაპირ თვალდახუჭული წავიდნენ ომზე. ეს ყველაფერი არ ვიცი, როგორ შეიძლება შეფასდეს მთავარი მათთვის დამახასიათებელი ნიშანი არის ის, რომ მათ აქვთ ნულოვანი პატრიოტიზმი, ეს ქვეყანა არ უყვართ, პირდაპირ ემტერებიან, იმ ფრაზებს აღარ გავიხსენებ ტრადიციებს, ქვეყანას, ეკლესიას, ყველაფერს მტრობენ აბსოლუტურად პირდაპირი ფრაზები არა ერთი მოგვისმენია ამასთან დაკავშირებით. ამას უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი სიმართლე, ისინი თავისას ვერ გაიტანენ, ეს გამორიცხულია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















