გაუგონარია, სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი ერთ სიბრტყეში დააყენა, გამოდის რომ სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილისგან უნდა დაიცვას ეს ქვეყანა - ირაკლი კობახიძე
საქართველო, თბილისი - 11:32 | 13.06.2022 ნანახია: 592
როდესაც სალომე ზურაბიშვილი ერთ სიბრტყეში განიხილავს სააკაშვილს, გვარამიას და ივანიშვილს, არც კი ვიცი როგორ შეიძლება შეფასდეს. ამის მიღმა უკვე ევროკავშირთან დაკავშირებით მისი შეფასებები აბსოლუტურად არარელევანტური ხდება - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მორალური თვალსაზრისით მძიმე მოსასმენი იყო ის განცხადება, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გააკეთა. მისივე თქმით, რომ არა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა, სალომე ზურაბიშვილი ერთი რიგითი პარლამენტის წევრი იქნებოდა.
„ნამდვილად არ ვიცი რა უნდა პრეზიდენტს. ჩვენ უშუალოდ ვიყავით ჩართული მის საპრეზიდენტო კამპანიაში, ორი თვე გრძელდებოდა მთელი ეს პროცესი, არც კი, 45 დღე და ის 45 დღეც რა უნდოდა, როდის, რას და რატომ ამბობდა, მაშინაც სამწუხაროდ ვერ გავიგეთ, თუმცა მოვახეხეთ მაინც გამარჯვების მოპოვება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში.
მორალური თვალსაზრისით მძიმე მოსასმენი იყო ის განცხადება, რომელიც მან გააკეთა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. აბსოლუტურად გაუგონარი რამეა, როდესაც სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი ერთ სიბრტყეში დააყენა.
გამოდის რომ სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილისგან უნდა დაიცვას ეს ქვეყანა. კაცი პოლიტიკიდან არის გასული, ამას რომ დავანებოთ თავი, მორალური თვალსაზრისით პირველი - როდესაც განიხილებოდა კანდიდატურის საკითხი საპრეზიდენტო არჩევნებში, ინიციატივა კანდიდატურის დაყენებაზე ეკუთვნოდა ბიძინა ივანიშვილს. გამომდინარე იქიდან, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი არის სიმბოლური ფიგურა, სწორედ სიმბოლიზმზე გაკეთდა პირველ რიგში აქცენტი.
ერთი - ის იყო ძველი დიასპორის წარმომადგენელი და 100 წლის თავზე, სიმბოლურად მნიშვნელოვანი იყო 1918 წლის შემდეგ, 2018 წელს, რომ სწორედ იმ დიასპორის წარმომადგენელი გახდა საქართველოს პრეზიდენტი. მეორე - ქალი პრეზიდენტი, ჩვენი ისტორიული ტრადიციის ერთგვარი გამოხატულება იყო სწრაფვა ამ ტრადიციის გაგრძელებისკენ.
გარდა ამისა, ევროპიდან ჩამოსული ადამიანი, რომელიც ხდება ქვეყნის პრეზიდენტი. დიასპორა, ქალი, ევროპელი - ეს იყო ის სიმბოლიზმი, რომლის საფუძველზეც საბოლოო ჯამში გაკეთდა აქცენტი სალომე ზურაბიშვილზე და შეჩერდა არჩევანი მის კანდიდატურაზე. ეს იყო ბატონი ბიძინას ინიციატივა და ეს ინიციატივა რომ არ ყოფილიყო, ამ შემთხევაში სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა ერთი რიგითი პარლამენტის წევრი. ეს მორალური მხარე რომ ავიღოთ.
თვითონ შინაარს რაც შეეხება, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ერთ სიბრტყეში განიხილვს სააკაშვილს, გვარამიას და ივანიშვილს, ეს არც კი ვიცი როგორ შეიძლება შეფასდეს. ამის მიღმა უკვე ევროკავშირთან დაკავშირებით მისი შეფასებები აბსოლუტურად არარელევანტური ხდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტს სისტემა უნდა ესმოდეს, ამ სისტემაში საშინაო და საგარეო პოლიტიკას მთლიანად ახორციელებს მთავრობა პრემიერის ხელმძღვანელობით. „ეს არის სისტემა.
საგარეო პოლიტიკას რაც შეეხება, თუ არის მთავრობის საგანგებო თანხმობა, მარტო მაშინ ერევა საგარეო პოლიტიკაში. ეს პირდაპირ წერია შავით თეთრზე კონსტიტუციაში. ეს იცი რა თქმა უნდა სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა უნდა იმაზე მეტი, ვიდრე კონსტიტუცია მას მიაკუთვნებს, რაც არასწორია.
პრეზიდენტი პირველ რიგში უნდა გაყვეს კონსტიტუციას და იმოქმედოს კონსტიტუციის შესაბამისად. რაც შეეხება ანალიზს, მე მგონია რომ ის უბრალოდ არასწორ ანალიზს აკეთებს. ამ ნაწილში ეს აბსოლუტურად რბილი შეფასებაა. როცა შეეხება საკაშვილის, გვარამიას და ივანიშვილის ერთ სიბრტყეში განხილვას, ამაზე მეტად არ მინდა მასთან შევიდე პოლემიკაში, არც არის საჭირო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















