"ვისაც ევროპელობა აქვს გაცხადებულ მიზნად, მოვიდეს" - პრეზიდენტმა 16 ივნისს ევროპის მოედანზე აქცია დაანონსა
საქართველო, თბილისი - 21:42 | 14.06.2022 ნანახია: 558
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქეებს, პარტიებისა და ხელი წარმომადგენლებს 16 ივნისს ევროპის მოედნისკენ შეკრებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა ერთად აჩვენონ ევროპას, რომ საქართველოს სურს ევროპა.
„ამ გადამწყვეტ მომენტში რა უნდა გავაკეთოთ და მე რას გთავაზობთ. პირველ რიგში ის, რასაც გთავაზობთ პირველი დღიდან, ერთიანობა. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს. ასევე, გთავაზობთ, ასევე დეჟავუ მაქვს, არა იპოდრომზე მოსვლას, არამედ 16 ივნისს გთავაზობთ, რომ შევიკრიბოთ ყველა ევროპის მოედნიდან რიყეზე, ოღონდ ყველა, დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება. ეს იქნება საზოგადოება, მოსახლეობა, ერთად დგომით, სადაც ყველა იქნება რიგით მოქალაქე, მე, თქვენ და ნებისმიერი, ან პოლიტიკური პარტიის წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები, ყველა მოვა როგორც რიგით მოქალაქე. იქ არც სიტყვები იქნება, არც პლაკატები, არც განცხადებები, თუ ვინმეს სიმღერა უნდა, შეუძლიათ იმღერონ. დანარჩენები იქნება მხოლოდ დგომა, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის, შემდეგი თაობისთვის ევროპა. ჩვენ კი არ გვინდა ევროპაში, კი არ გვინდა იქ წასვლა, ჩვენ გვინდა აქ ის ღირებულებები და ის ნაწილი ევროპისა, რომელიც ჩვენთვის საჭიროა, მისაღებია.
ჩვენ ყველანი რომ მივალთ ევროპის მოედანზე 19:00 საათზე, ერთი საათით, მეტი არ არის საჭირო, მინდა მოვუწოდო ევროკავშირის ელჩს, მოვიდეს ჩვენთან და ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შემოგვიერთდნენ. ვთხოვ ყველა პარტიას, ხელისუფლებას, ყველას, ვისაც ევროპელობა აქვს გაცხადებულ მიზნად, მოვიდეს. გადავდოთ ყველა სხვა ლოზუნგი და დაპირისპირება, ერთად დავდგეთ მიკროფონების გარეშე. მივმართავ სამართალდამცველებს ყველანაირი უსაფრთხოების ზომები იყოს მიღებული“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















