განახლებული Mazda CX-5 საქართველოშია - რა შეცვალეს იაპონელებმა 2022 წლის მოდელში?
საქართველო, თბილისი - 13:48 | 15.06.2022 ნანახია: 919
"მაზდას" ყველაზე გაყიდვადი მოდელი - განახლებული SUV Mazda CX-5 ქართველი მომხმარებლისთვის "მაზდა ცენტრი თეგეტაშია" ხელმისაწვდომი. იაპონურმა ავტომწარმოებელმა ერთ-ერთ საუკეთესო მოდელში მნიშვნელოვანი ცვლილებები წელს შეიტანა. ახალ ავტომობილში შეხვდებით როგორც ექსტერიერისა და ინტერიერის ცვლილებებს, ისე განახლებულ ფუნქციურ მახასიათებლებს.
"Mazda CX-5 იაპონური ბრენდის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია. ამ ავტომობილის განახლებული ვერსია მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე წელს წარადგინეს. „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ კი ავტომობილი ხელმისაწვდომი უკვე ქართველი მომხმარებლისთვისაც გახადა. Mazda CX-5 გამორჩეულია დიზაინითაც და ტექნიკური, ფუნქციური მახასიათებლებითაც. ეს ავტომობილი იდეალური გადაწყვეტაა როგორც ქალაქის პირობებში, ისე შორ გზაზე სამოგზაუროდ", - Tegeta Premium Vehicle დირექტორი პეტრე წაქაძე.
ახალი ავტომობილის ექსტერიერში იაპონური ბრენდის დიზაინერებმა მსუბუქი ცვლილებები შეიტანეს. Mazda CX-5-ის რადიატორის ცხაურა კიდევ უფრო დაიხვეწა, წინა და უკანა განათების სისტემა კი - განახლდა. გაიზარდა წინა ბამპერის საშხეფარი, ხოლო უკანა ბამპერის რეფლექტორი დაპატარავდა.

Mazda CX-5-ის ინტერიერში, ცენტრალურ კონსოლზე, სმარტფონების დასამუხტი განყოფილება დაემატა, ბენზინისძრავიან და სრულამძრავიან ვერსიებს კი - სვლის რეჟიმების გადამრთველი. გაიზარდა ინფორმაციული ბორდკომპიუტერის ზომა 10.25 ინჩამდე. განახლებულ მოდელში შეიცვალა საბარგული, სადაც დამატებითი სათავსო გაჩნდა.
ავტომობილის ინტერიერი ნაპას ტყავსა და მოშავო-მონაცრისფრო დაზოლილ ჩანართებს მოიცავს. Mazda CX-5-ში დამატებულია "ვაირლეს ჩარჯერი". ახალ ავტომობილში საგრძნობლად შეიცვალა და დაიხვეწა დისკის ვიზუალი.
იაპონურმა ავტომწარმოებელმა ტექნიკური მახასიათებლების დახვეწაზეც იზრუნა და მეტი კომფორტისთვის Mazda-ს განახლებულ მოდელში ავტომობილის ძარა, ხმაურიზოლაცია და დაკიდების სისტემა გააუმჯობესა. CX-5-ის მართვის დროს მის სალონში ახლა კიდევ უფრო ნაკლები ხმაური აღწევს.
მნიშვნელოვანი ცვილელებაა Off-Road ღილაკი და გაზრდილი კლირენსი, რაც დაგეხმარებათ უგზოობის დროს, მარტივად და ეფექტურად გადალახოთ ბარიერები.

ავტომობილში გაუმჯობესდა ე.წ. საცობის ასისტენტი, რომლის ახალი ფუნქციებიც მძღოლს ავტობანზე აჩქარებაში, დამუხრუჭებასა და მოხვევაში დაეხმარება.
განახლებული CX-5-ის შეძენა შესაძლებელია როგორც წინა, ისე სრული ამძრავით. ბენზინის ერთი ძრავა 2,0 ლიტრი მოცულობის 4-ცილინდრიანი აგრეგატია 165 ცხენის ძალით, ხოლო მეორე - 2,5-ლიტრიანი 194 ცხენის ძალით.
განახლებული CX-5-ის შეძენა "მაზდა ცენტრი თეგეტაშია" შესაძლებელი. ავტომობილის დეტალურად დათვალიერება კომპანიის ვებგვერდზეც შეგიძლიათ.
--
"მაზდა ცენტრი თეგეტა" ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. "თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















