ვინმეს თუ უნდა, წვლილი შეიტანოს ევროპულ მომავალში, მხარი უნდა დაუჭიროს მთავრობას - პაპუაშვილი
საქართველო, თბილისი - 19:08 | 15.06.2022 ნანახია: 565
ვფიქრობ, რომ ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ესაა კონსოლიდაცია მთავრობის გარშემო. ამ პროცესის წარმმართავი მთავრობაა და თუ ვინმეს უნდა, რაიმე წვლილი შეიტანოს ჩვენს ევროპულ მომავალში, ეს წვლილი უნდა შეიტანოს იმით, რომ რაც შეიძლება მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობას, მის პოზიციებს ევროკავშირთან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა თავის განცხადებაში დაადასტურა, რომ ოპოზიცია სწორედ იმისთვის ჩადის ბრიუსელში თუ სხვადასხვა ადგილებში ევროპელ კოლეგებთან სასაუბროდ, რომ რაც შეიძლება მეტი ნეგატივი ჩაიტანონ საქართველოსთან დაკავშირებით.
„მხარი უნდა დავუჭიროთ იმას, რომ ის მიღწევები, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით, უნდა იყოს სრულად დანახული, ასახული ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის გადაწყვეტილებებში. სამწუხაროდ, ვხედავდით, პოლიტიკოსების თუ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, როგორ პირდაპირ ტორბედირებდა ამ პროცესს, ვისმენდით მათ განცხადებებს და საუბრებს, ასევე სხვადასხვა ქვეყანაში ჩასვლას. სხვათა შორის, პრეზიდენტმა თავის განცხადებაში ის დაადასტურა, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ოპოზიცია სწორედ იმისთვის ჩადის ბრიუსელში თუ სხვადასხვა ადგილებში ევროპელ კოლეგებთან სასაუბროდ, რომ რაც შეიძლება მეტი ნეგატივი ჩაიტანონ საქართველოსთან დაკავშირებით. პრინციპში, ამას ოპოზიციის ეს ნაწილიც არ მალავს. ბრიუსელიდან ჩართვებშიც და საქართველოს პარლამენტში განცხადებების გაკეთების დროს ვხედავთ, რომ ერთადერთი, რასაც ისინი ხაზს უსვამენ, ეს არის ნეგატივი საკუთარ ქვეყანაზე, რაც ამ პროცესში არის პირდაპირი ტორბედირება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სკანდინავიის ქვეყნებში საქართველოს პროგრესი ევროკავშირის მიმართულებით სწორად არის აღქმული.
„სკანდინავიის ქვეყნებში ვიმყოფებით და ხედავთ, რამდენად სწორად არის აღქმული საქართველოს პროგრესი ევროკავშირის მიმართულებით. ის დამოკიდებულება, რომელიც ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მოკავშირეებს შეიძლება ჰქონდეთ ბრიუსელში, არის იმ ვიწრო პარტიული გავლენების შედეგი, რომელიც შეიძლება არსებობდეს. რაც შეეხება რეალურ აღქმას საქართველოს პროგრესის, ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში ძალიან ნათლად ჩანს და ნათლად არის დანახული, როგორი პროგრესი აქვს ქვეყანას. მთავრობა ახდენს ასოცირების შეთანხმების შესრულებას და ამას ყველა ხედავს. ვისაც უნდა დაინახოს, რა თქმა უნდა, ის ხედავს, მაგრამ ვისაც არ აქვს სურვილი დანახვის, მათ ძალით ვერავინ ვერაფერს დაანახებს. ერთადერთი, რაც ყველა პოლიტიკოსს მოეთხოვება, არის საკუთარი სამშობლოს გვერდში დგომა. ეს გვერდში დგომა გულისხმობს იმას, რომ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის პროგრესი, რომელიც საქართველოს დადასტურებულად აქვს, ევროკავშირს ვაჩვენოთ, რადგან მან მიიღოს როგორც დამსახურებაზე დაფუძნებული, ასევე გეოპოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება. ორივე კრიტერიუმით საქართველო ნამდვილად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. თუ ვნახავთ იმას, რა არის გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმი, ალბათ ეს არის ორი რამ – დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, ანუ იმ შედეგებზე, რაც აქვს სხვადასხვა ქვეყანას. ეს დასტურდება მათ შორის ბრიუსელში განთავსებული კვლევითი ორგანიზაციების მიერ, რომ საქართველო არის ლიდერი ასოცირების შეთანხმების შესრულების, მათ შორის ლიდერია ბევრ კრიტერიუმში, თუ შევადარებთ კანდიდატ ქვეყნებს. აქედან გამომდინარე, პოზიტიური გადაწყვეტილება უნდა იყოს. მეორე კრიტერიუმი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება – ამ შემთხვევაში საქართველო თავისი ბრძოლით და რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, აქაც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ასე რომ. ეს იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული თუ გეოპოლილიტიკური გადაწყვეტილება, ორივე შემთხვევაში ამ მხარდაჭერას იმსახურებს. ეს არის სამართლიანი გადაწყვეტილება იმ კავშირისგან, რომელიც დაფუძნებულია ღირებულებებზე. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი ამ მოლოდინებს არ გააცრუებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















