კარლ ჰარცელი ევროპის მოედანზე დღეს დაგეგმილ აქციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველო, თბილისი - 12:23 | 16.06.2022
ნანახია: 394

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მონაწილეობას მიიღებს აქციაში, რომელიც დღეს, ევროპის მოედანზე პრეზიდენტის მოწვევით გაიმართება. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში განაცხადეს.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას, პარტიებს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს 16 ივნისს ევროპის მოედანაზე შეკრების ინიციატივით მიმართა. პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა, ერთად აჩვენონ ევროპას, რომ საქართველოს სურს ევროპა.

ევროპის მოედანზე მისვლას გეგმავს საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, ასევე აქციას დაესწრება საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე