საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურიაში მოცვის პლანტაციისთვის 1.4 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა
საქართველო, თბილისი - 15:16 | 17.06.2022 ნანახია: 645
საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესი ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. საქართველოს ბანკთან პარტნიორობით გურიაში, დაბა ლაითურში კომპანია „ნერგის“ მიერ ჯამურად 18,2 ჰა-ზე მოცვის პლანტაციები გაშენდება. პროექტის საერთო მოცულობა 1.4 მილიონ დოლარს შეადგენს. ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი კი 930 000 დოლარია. გამოყოფილი ინვესტიცია ნერგებისა და პლანტაციის გაშენებისათვის, ირიგაციის სისტემის მოსაწყობად, ასევე სამაცივრე მეურნეობისა და საჭირო ტექნიკის შესყიდვას მოხმარდება.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ნიადაგთან დაკავშირებული სამუშაოები, ფართობი გაიწმინდა ეკალ-ბარდისგან, მოხდა გადახვნა, ფესვებისგან გაწმენდა, მთლიან ფართობზე მზადდება მელიორაციის გენერალური პროექტი, მოხდა არტენზიული წყლების კვლევა სარწყავი წყლისთვის, იგეგმება ტორფის შეტანა ჰექტარზე 300 კუბის, რათა შექმნას მოცვისთვის იდეალური ნიადაგობრივი პირობები და შემდგომში უხვი და მაღალხარისხიანი მოსავალი მივიღოთ. კომპიუტერული მართვის საირიგაციო სისტემის დაპროექტება დასასრულს უახლოვდება. რაც შეეხება დასარგავი მოცვის ნერგებს, ისინი უკვე შეკვეთილია მსოფლიოს საუკეთესო სანერგეებში, როგორებიცაა ესპანური ფოლკრიკი და ფრანგული მალტიბაი, რომლის მიღებასაც ოქტომბრის დასაწყისში ველოდებით. წლის ბოლომდე კი უკვე შევძლებთ ნერგების დარგვას“,- განაცხადა ნინო დოლიძემ, კომპანია „ნერგის“ დირექტორმა.
პლანტაციების გაშენების შემდეგ კომპანიაში დაახლოებით 300 ტონა მოცვის მოსავალს ელიან. კომპანია ყველა დაგეგმილ სამუშაოებს ახორციელებს GlobalGAP-ის ექსპერტთან კონსულტაციების შესაბამისად, რათა შემდგომში მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც გზას გაუხსნის პროდუქციის რეალიზაციას ევროკავშირის ბაზარზე.
„აგრეთვე მიმდინარეობს მოლაპარაკება მსოფლიოში საუკეთესო სამაცივრე მეურნეობების პროექტანტ კომპანიებთან 200 ტონიანი მოცულობის მაცივრის დასაპროექტებლად, რომელიც მოიცავს პროდუქციის ჩქარი გაგრილების განყოფილებას, სადაც მოცვის ნაყოფი 25-30 გრადუსიდან 1-2 გრადუსამდე გაგრილდება ერთი საათის განმავლობაში, რაც გაზრდის მის მდგრადობას და შესაბამისად შენახვის ვადასაც. კომპანიას დაგეგმილი აქვს საჭირო სასოფლო სამეურნეო ტექნიკისა და აგრეგატების შეძენა. პროექტის განხორციელოებისას მუდმივად დასაქმებული იქნება 10-15 ადგილობრივი მაცხოვრებელი, ხოლო სეზონურად 300-400 თანამშრომელი“,- დასძენს კომპანიის დირექტორი.
“ჩვენ ყოველთვის მოხარული ვართ და მზად, მხარი დავუჭიროთ ეკონომიკურად გამართულ პროექტებს, რაც ამჯერად გულისხმობს ჩვენს პარტნიორ კომპანია „ნერგთან“ ერთად, გურიაში, 18.2-ჰა ზე მოცვის პლანტაციის გაშენებას. მოცვი კენკროვან კულტურებს შორის საკმაოდ პოპულარულია ბოლო პერიოდში და აქტიურად გადის ექსპორტზეც. ექსპორტის წილი წლიდან წლამდე იზრდება, რაც არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, საქართველოში მოცვის კიდევ უფრო მეტი წარმოება დაიწყოს და გაზრდილი რაოდენობით გავიდეს ექსპორტზე, როგორც მეზობელ ქვეყნებში, ასევე ევროკავშირში. დიდი პოტენციალის გამო ვფიქრობთ, კიდევ მეტად უნდა განვითარდეს ეს მიმართულება, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ამით ხელი შეეწყოს ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას. გვინდა წარმატებები ვუსურვო კომპანიას განვითარების სამომავლო გეგმების განხორციელებაში“,- განაცხადა ნათია ღლონტმა, საქართველოს ბანკის აჭარის რეგიონის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა.
პოლიტიკა
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
- პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს - კახა კალაძე
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















