საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების გამო ქვეყანამ დაკარგა ლიდერობა - რასა იუკნევიჩიენე

საქართველო, თბილისი - 20:57 | 17.06.2022
ნანახია: 498

ევროპარლამენტის წევრი, „ევროპის სახალხო პარტიის“ თანათავმჯდომარე, ლიეტუვის ყოფილი თავდაცვის მინისტრი რასა იუკნევიჩიენე „ტვიტერზე" ეხმიანება ეხმიანება ევროკომისიის რეკომენდაციებს, რომლის თანახმადაც ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი, საქართველოს შემთხვევაში კი მხოლოდ ევროპული პერსპექტივის მინიჭების მოწოდები გამოვიდა

რასა იუკნევიჩიენე მიიჩნევს, რომ მიღებული პასუხი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია. 

"საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების გამო ქვეყანამ დაკარგა ლიდერობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. თუმცა, მე მჯერა ქართველი ერის. ისინი იმსახურებენ ევროპული ცხოვრების წესს", - წერს ევროპარლამენტარი.

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, 2022 წლის ბოლომდე, საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს პირობები, რომლის შეფასების შემდეგ გადაწყდება, მიენიჭოს თუ არა კანდიდატის სტატუსი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე